დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა
2015/03/06 20:17:28

109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს.

 

ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია. 109 ბინიდან 44 -ერთოთახიანი, 53-ოროთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია. აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს.

 

 

 

 

წყარო: 

 

ქუთაისის მერიის პრესსამსახური

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია