ქალაქ ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით 2014 წლის 19 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ახალი თაობის ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედების საფუძველზე.
მასში მონაწილეობას იღებდნენ მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლეები (მეშვიდედან მე-11 კლასის ჩათვლით).
საღამო არ გამოირჩეოდა მხოლოდ დეკლამაციის მაღალი ხარისხით, დამსწრე აუდიტორიამ მაღალ დონეზე შეაფასა მუსიკალური „ბექგრაუნდი“, რომელიც ცოცხალ, ერთგვარ „სალონური“ ტიპის განწყობას ქმნიდა.
კომპოზიციას ესწრებოდნენ არამარტო ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, არამედ მოწვეული სტუმრები: ქალაქ ქუთაისის მე-17 სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტერატურული საღამო საკმაოდ რეზონანსული გამოდგა, წამოვიდა შეთავაზებებიც, რომ მოსწავლეებმა იგი სხვადასხვას კოლებში წარადგინონ.