დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამუშაო ვიზიტი უკრაინაში – გამოცდილების გაზიარებისათვის
2015/03/05 17:49:21

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამტრედიისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში  ახორციელებს პროექტს ,,რეგიონალური განვითარების შავი ზღვის  ქსელი’’. პროექტის მიზანი  ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით იმერეთის  ორ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალის განვითარებისა  და სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერების ხელშეწყობაა. 


ცოტა ხნის წინ, პროექტის ფარგლებში,   ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი  და სამტრედიისა და თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმამადგენლები: თერჯოლის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილე გოჩა ვერულაშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გოგონა ნებიერიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძე  სამუშაო ვიზიტით უკრაინაში,  ოდესაში იმყოფებოდნენ.


ოდესაში გამგზავრებამდე  მათ პროექტის წერისა და მართვის თემაზე ონლიან ტრენიგ კურსი გაიარეს.  კურსი მოიცავ შემდეგ თემებს  – ევროპული ფონდების მახასიათებლები; მუშაობა პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან; თანამშრომობა დონორებთან; საკონკურსო განცხადებების სწორად შევსება; პრობლემების ფორმულირება ლოგიკური მატრიცის შედგენა;  პროექტის სტაბილურობის (მდგრადობა) შენარჩუნება; ექსპერტების მოზიდვა; ფინანსური მენეჯმენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობა (კავშირი);  ანგარიშგება.

 

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის  დღის წესრიგის ერთ–ერთი კომონენტი  ტრენინგი გახლდათ,  რომლის მიზანი ონლაინ–კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება იყო. განსაკუთრებით კი პრობლემის იდენტიფიცირებისა და ლოგიკური მატრიცის ნაწილში. ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტებმა კონფერენციის მონაწილეებისათვის მასტერკლასები ჩაატარეს, ფონდების და პარტნიორთა მოძიების, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული მუნიციპალური პროექტების შესახებ.


ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმარულ  კონფერნეციაზე საქართველოს მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციებმა ერთამნეთს გამოცდილება გაუზიარეს.


ნათია ნამიჭეიშვილი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი:   პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძებები ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საშუალებაა.  ინფორმაცია, რომელიც მიიღეს ვიზიტის ფარგლებში,  ფონდების მოძიების და მუნიციპალიტეტის დონეზე პრობლემები გადაჭრის საკითხებში სამომავლო ცვლილებების საფუძველია.


 

მერაბ უღრელიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე:  ეს ვიზიტი რამდენიმე ფაქტორით იყო მნიშვნელოვანი, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა არის  ძალიან  სასარგებლო და მნიშვნელოვანი,  განსაკუთრებით ფონდების მოძიების    კუთხით,  თვითმმართველობების განვითარებისათვის ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია