2014 წლის 29 ოქტომბერს სსიპ ქ.ქუთაისის N1 საჯაროს კოლაში ჩატარდა წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 10 ა კლასის მოსწავლეები: არჩილ კორძაძე, თამარ კოჩაძე, გიორგი ქართველიშვილი (კლასის დამრიგებელი-ინგა ხაჟომია) და 10 ბ კლასის მოსწავლე თამარ გორგოძე (კლასის დამრიგებელი-ნესტან გრძელიშვილი) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე. მათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.