დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაყოფიერი ვიზიტი სასამართლოში
2015/03/05 17:20:54

ქალაქ ქუთაისის N40 საჯაროსკოლაჩართულია PH International_ისპროექტშისაზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებლივი განათლებისთვის“  GE CALLS.


პროგრამის მიზანია სკოლის როლის გაძლიერება მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით.


 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა, დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების პრევენცია მოსწავლეებში. მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IX (,,) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს. სამოქალაქო სასამართლოს მენეჯერმა - ირაკლი შვანგირაძემ ჩაატარა მოკლე ექსკურსია და მოსწავლეებს გააცნო სასამართლოს წესები, სტრუქტურა და სისტემა. მოსწავლეებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა გასამართლებაზე, ნაფიცი მსაჯულის როლზე, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებს ასევე საჩუქრად გადაეცათ წიგნი - „ბავშვი და სამართალი“. ვიზიტი ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია