დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას წერს The Washington Post ქართულ სამზარეულოზე
2015/03/05 11:48:05

ამერიკული გამოცემა The Washington Post ქართულ სამზარეულოს ვრცელ სტატიას უთმობს. ჟურნალისტი სტატიას ფოტოგალერეასაც ურთავს, სადაც ქართველებისთვის ძვირფასი კერძების ფოტოებია შესული. 



„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორმა და ქართული ღვინის სახლის მფლობელმა მამუკა წერეთელმა იაპონური მენიუ გადაათვალიერა და თქვა, რომ იმედოვნებს, ძალიან მალე ქართული რესტორანი გაიხსნება. ვაშინგტონისთვის ქართული სამზარეულო შემდეგი საერთაშორისო აღმოჩენა იქნება“, - ასე აღწერს ჟურნალისტი ვაშინგტონში რესტორან Daikaya-ში არსებულ ვითარებას.

შარშან რესტორანში Compass Rose ხაჭაპურმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის რუსულ რესტორანში Mari Vanna-შიც ცხვება. Compass Rose-ს მფლობელმა როუზ პრევიტემ, მენიუში ქართული კონცეფციის ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა რუსეთიდან დაბრუნდა, სადაც ჩვენი კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

 

მან რჩევისთვის წერეთელსა და საელჩოს მიმართა, გადაწყვიტა, რომ ქალაქი შესაძლოა ამისთვის ჯერ მზად არ ყოფილიყო. როგორც როუზი ამბობს, ყოველდღე ქართველ მზარეულს ვერ იპოვნი. 
ის გეგმავს, მენიუს ხინკალიც დაამატოს, ხოლო როცა ამის დრო დადგება, ქართული რესტორანი გახსნას.

კეთილი იყოს თქვენი სუფრასთან მობრძანება - ამ სიტყვებს სტუმრებს ვეუბნებით, მაგრამ ვაშინგტონში ქართული კერძებით აღტაცებულმა ამერიკელებმა ერთგვარი კამპანია წამოიწყეს. მათ შექმნეს საკუთარი, სახლში დაფუძნებული სუფრა, ან თუ გნებავთ ქართული ქეიფი. ისინი სუფრასთან იმ ადამიანებს ეპატიჟებიან, რომლებსაც ქართული კერძები არ გაუსინჯავთ. ამ იდეის ავტორი, 29 წლის ჯენი ჰოლმია, რომელიც ბლოგს სახელწოდებით ქართული მაგიდა აწარმოებს.

მან, ისევე როგორც ბევრმა ამერიკელმა, ქართული გემრიელი კერძები რუსეთში მდებარე რესტორნებში დააგემოვნა. 

ამასთან, შესაძლებლობა მიეცა, რომ საქართველოში 6 თვის განმავლობაში ინგლისურის მასწავლებლად ემუშავა. სამშობლოში დაბრუნებულმა მზარეულისა და ღვინის ექსპერტის დახმარებით პირველი სუფრაც გაშალა. ივენთს 30 სტუმარი ესწრებოდა. მოგვიანებით, კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდათ. სუფრას თამადაც ჰყავს და ვაშინგტონში „გაუმარჯოს“ ისმის.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: http://www.washingtonpost.com/


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია