დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტი
2015/03/04 11:14:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,  განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია