დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დენის კონან დოილის და მისი ქართველი მეუღლის სიყვარულის საოცარი ისტორია, რომელიც არასდროს გსმენიათ
2015/03/03 11:58:10

ფოტოზე დენის კონან დოილი (მწერალ არტურ კონან დოილის ვაჟი) და მისი მეუღლე ნინო მდივანი არიან.



ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.



1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატისა და ავიატორის დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა. ნინო ნამდვილ საქმიან ქალად და ელიტარული ქრონიკებისათვის საინტერესო პიროვნებად იქცა. ქმრისგან განსხვავებით ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. არტურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა, რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.



1955 წ. დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს.



ნინო მდივანი 1987 წ. ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია