საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მარტში ქუთაისში ხელბურთელ ქალთა საერთაშორისო ასპარეზობა გაიმართება
2015/03/02 15:13:57

როგორც ცნობილია, 20-22 მარტს ქუთაისი მაღალი დონის საერთაშორისო ასპარეზობას - 17 წლამდე ასაკის გოგონათა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-3 საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს

 

ხელბურთის მოყვარულთ საინტერესო და ლამაზი სანახაობა ელით. ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ერთმანეთს საქართველოს, ნორვეგიის, ჰოლანდიის და ლიტვის გუნდები გაეჯიბრებიან.

 

დადგენილია თამაშების განრიგი:

20 მარტი
ნორვეგია - ჰოლანდია 16 სთ.
საქართველო - ლიტვა 18 სთ.

21 მარტი
ლიტვა - ნორვეგია 16 სთ.
ჰოლანდია - საქართველო 18 სთ.

22 მარტი
ჰოლანდია - ლიტვა 14 სთ.
საქართველო - ნორვეგია 16 სთ.

ქუთაისში გასამართ თამაშებს ავსტრიელი (დენის ბოლიჩი, კრისტოფ ჰურიჩი) და გერმანელი (ტანია და მაიკე შილჰები) არბიტრები მოემსახურებიან. დელეგატად პოლონელი მიროსლავ ბაუმია დანიშნული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია