დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დუშეთში სატანისტური სექტა გამოჩნდა
2015/03/02 12:54:48

სექტას 2 მოზარდი ემსხვერპლა _ აცხადებს პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელი

 

 

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების" წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა  საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. 

 

როგორც ნინო ჩარკვიანმა განმარტა, სატანისტური სექტის საქმიანობაში 50-60 ბავშვამდეა ჩართული. მისივე თქმით, მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნული მხარითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს ყვითელი კანი და ამოყირავებული ჯვარი ამოსვირინგებული აქვს წარწერით: „სიძულვილი“. 

 

ჩარკვიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნული პრობლემით დაინტერესება და საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. მასთან ერთად მან საპატრიარქოსა და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხით დაინტერესება და დახმარება სთხოვა. 

 

„ორი დღის წინ დუშეთში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. მან კალიუმის ციანიდი დალია, რომელიც, როგორც დასტურდება, თბილისიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაუგზავნეს. გოგონას ქმედების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით მისი 18 წლის შეყვარებულის გარდაცვალება გახდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივენი დუშეთში არსებულ სატანისტურ სექტასთან არიან კავშირში. ამ სექტის წარმომადგენელები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა კი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან“,- აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა. 

 

ჩარკვიანის თქმით, ის დუშეთში 20-30 ოჯახს გაესაუბრა. მისი თქმით, მათ ხმამაღლა ამ სექტაზე საუბრის ეშინიათ და თავს იკავებენ. მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ უკვე საქმის კურსშია პოლიციაც, რომელმაც გოგონას გარდაცვალების გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღძრა და სოციალურ ქსელში სექტის საიდუმლო ჯგუფის ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

 

„ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და ამ საკითხში საპარტრიაქო და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ჩაერთონ, რომ ბავშვები გადავარჩინოთ“, -აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია