დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა
2015/03/02 12:39:19

ბორის ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა, - ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტს" რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე განუცხადა. 

რუს ოპოზიციონერს მკვლელმა 6 ტყვია ესროლა, აქედან ორი ააცილა. ოთხი კი ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა. 

დამნაშავემ 9 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიები გამოიყენა, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქარხანაში იყო დამზადებული. ოთხი ტყვია 1986 წელს, ხოლო ორი 1992 წელს იყო გამოშვებული. ექსპერტების განცხადებით, ეს არის სამხილი იმისა, რომ მკვლელს იარაღისა და ტყვიების შოვნაზე პრობლემა შეექმნა.

 


ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია