დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კასპში გამგებლებს ბერწი ცხვრების გამოვლენა დაევალა
2015/03/02 11:54:26

სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინონ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები..

 

,,ბრუცელოზის მატარებელი ცხვარი აუცილებლად ბერწი ხდება. მეპატრონეები ამას მალავენ, იმიტომ, რომ გამოვლენის შემთხვევაში მოუწევთ ცხვრის განადგურება. ამიტომ გთხოვთ რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტებს. დააძალოთ ფერმერები, რომ ცხვარს სისხლის ანალიზი აუღონ და ცნობა ჰქონდეთ. ასეთი ცხვარი ადვილად გამოსაცნობია, ის ბერწი ხდება" - განუცხადა პარკაძემ სოფლის ხელმძღვანელებს.

 

,,მე როგორ გავიგო ცხვარი ბერწია თუ არა, გინეკოლოგი ხომ არა ვარ" - განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა, ქვემო ჭალის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უფასო აცრებს და შემოწმებას მსხვილფეხა საქონელში სახელმწიფო ხარჯზე ახდენს. ცხვარზე კი ანალიზის აღება მის მფლობელს ევალება.

 

წყარო: http://www.qartli.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია