დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით რამაზ ო. ხაშურში დააკავეს
2015/03/02 11:26:50
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული თამაზ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,44286 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით თამაზ ო-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).
რწყარო: http://police.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია