საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წყალი "სასი" – ჯადოსნური სასმელი, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ
2015/03/01 22:16:12

ჯადოსნური წყალი "სასი", რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, გარდა იმისა, რომ გახდომაში დაგეხმარებათ, ორგანიზმის საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. 

ინსტრუქცია:

სირთულე: მარტივი

თქვენ დაგჭირდებათ:

2-ლიტრიანი წყლის ჭურჭელი, საშუალო ზომის ლიმონი და კიტრი, ქორფა პიტნა, ჯანჯაფილის ფესვები; სუფთა, მინერალური, უგაზო წყალი.

ნაბიჯი პირველი

"სასის" მომზადება უმჯობესია საღამოს, რადგან ეს ცივი ნაყენია და დროა საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტები წყალს კარგად გაუჯდეს. პირველ რიგში, კარგად ვასუფთავებთ ჩამოთვლილ პროდუქტებს: ლიმონს, კიტრს, ჯანჯაფილსა და პიტნას. უმჯობესია, ყველაფერი ცხელ წყალში გავრეცხოთ, რადგან კიტრსა და ლიმონს კანიანად ვიყენებთ. 

ნაბიჯი მეორე

ახლა დავჭრათ ლიმონი და კიტრი რამდენადაც შესაძლებელია, თხელ, მრგვალ ნაჭრებად. 
ჯანჯაფილის ფესვს მოვაჭრათ სიგრძეში დაახლოებით 2 სმ ნაჭერი, გავაცალოთ კანი და გავხეხოთ. შეგიძლიათ ძალიან წვრილადაც დაჭრათ. გახეხილი (დაჭრილი) მასა უნდა გამოვიდეს სავსე სუფრის კოვზი. 

პიტნა 10-15 ფოთოლი დაგჭირდებათ, მაგრამ შეგიძლიათ 1-2 საშუალო ზომის ტოტიც აიღოთ, კარგად დააქუცმაცოთ და ასე ჩაყაროთ წყალში. 

ნაბიჯი მესამე 

მომზადებული ინგრედიენტები ჩავყაროთ 2 ლიტრ სუფთა წყალში. წყლის ჭურჭლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქილა, გრაფინი ან ემალის ქვაბი. ნაყენს ვდგამთ მთელი ღამით მაცივარში. 

ნაბიჯი მეოთხე

მომზადებული ორი ლიტრი ნაყენი უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში. ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ, რადგან წყალი ძალიან გემრიელია, ოდნავ მომჟაო გემოთი და პიტნის გამაგრილებელი ეფექტით. სვით კოქტეილი მთელი კვირის განმავლობაში. ჯანჯაფილი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. 
წყალი "სასი" აცხრობს შეშუპებას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. 

იყავით ჯანმრთელები და მომხიბვლელები!

 

წყარო: http://www.marao.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია