დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გადაყვა „გულავსა“ და „კაიფს“ და მიიღო საკადრისი“
2015/03/01 21:53:55

რას ფიქრობენ საქართველოში შიდსით დაავადებულებზე

 

 

დაავადება, „რომელიც სირცხვილია“

 

მე-20 საუკუნის შავი ჭირი - ასე უწოდებენ დაავადებას, რომელმაც დაწყების დღიდან დღემდე 30 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, მისი გამომწვევი ვირუსით ინფიცირებულების რიცხვი ამჟამად სარეკორდო - 40 მილიონს აღწევს.               

 

საქართველოში, უპირველეს რისკ-ჯგუფს ნარკომანები წარმოადგენენ, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი მხოლოდ ნარკომანთა წრით არ შემოიფარგლება. არსებობს შემთხვევები, როდესაც დედიდან შვილზე გადავიდა, მეუღლიდან მეუღლეზე. რამდენიმე წლის წინ ქუთაისში იყო შემთხვევა, როცა დაინფიცირებული სისხლის გადასხმით ათეული ადამიანი დაავადდა. აქედან გამომდინარე, შიდსი გადაიცემა როგორც  ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად.

 

საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა, 2014 წელს კი 566 ახალი შეხმთხვევა აღრიცხეს.

 

მოსახლეობის უმრავლესობა მას სიკვდილთან აიგივებს, ინფიცირებულებს კი - ნარკომნებთან, ჰომოსექსუალებსა და მეძავებთან. ძნელად წარმოუდგენიათ, სხვა კატეგორიის ხალხიც თუ შეიძლება იყოს დაავადებული. ფაქტია, მოსახლეობის ნაწილმა არ იცი, რა გზებით ხდება ამ დაავადების გადადება და დაინფირებულებთან საუბარსაც კი გაურბიან.

 

დათო (პირობითი სახელია) 27 წლისაა და  აივ ინფექცია/შიდსი 4 წლის წინ დაუდგინეს, შემთხვევითი სექსუალური კავშირის შემდეგ. მისი თქმით. მისი ცხოვრება დასრულდა,

 

ამ დაავადების აღმოჩენის შემდეგ ხალხი გამარჯობასაც არ მეუბნება ნორმალურად, სამსახურიდანაც მომიწია წამოსვლა ისეთი დისკომფორტი მქონდა, მეგობრებიც ჩამომშორდნენ. მოკლედ, აღარავის ვადარდებ, აღარც ვჭირდები, ჩემი ყველას ეშინია.“  

 

დათოს მსგავსი კიდევ ბევრია, ვისაც ერთმა შეცდომამ ცხოვრება თავდაყირა დაუყენა, მოსახლეობა კი მათკეთროვანებივით ექცევა, მაშინ, როცა ყველაზე მეტად ახლა სჭირდებათ გვერდში დგომა, მეგობარი და თანაგძნობა.

 

თუ არ რიყავენ მათ, ვისაც ტუბერკულიოზი, ცე-ჰეპატიტი, სიმსივნე, ან თუნდაც გრიპი აქვთ, რა დავაშავეთ ჩვენ? ჩვენც ხომ ისევე ავად ვართ როგორც ისინირატომაა, რომ ხალხის თვალებში ზიზღს ვხედავთრატომ მიაჩნიათ ეს დაავადება სირცხვილადჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენი გასაჭირით? ამ კითხვებზე ძალიან მინდა, ვინმემ მიპასუხოს“. - გააცხადა დათომ ჩვენთან საუბრისას.

 

 

ამ კითხვებზე პასუხის მიღება რამდენიმე ადამიანისგან ჩვენც ვეცადეთ:

 

 

მანანა, დიასახლისი,  41 წლის: – „ შიდსით დაავადებულები ჩემში სიბრალულს და შიშს იწვევენ. თეორიულად ვიცი, რომ ადვილად გადამდები დაავადება არ არის, მაგრამ რეალურად მეშინია მათთან ურთიერთობა. მგონია, რომ მაინც შეიძლება რაღაც მოხდეს და მეც გადამედოს. ალბათ, ეს შიში უსაფუძვლოა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. სირცხვილად კი,  ჩემი აზრით, იმიტომ მიაჩნიათ, რომ ის უმეტესად ნარკომნებს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ემართებათ“.

 

 

ლაშა,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, 22 წლის:  – „სადღაც წავიკითხე, რომ  შიდსი ღმერთმა მოუვლინა ჰომოსექსუალებს სასჯელად, ალბათ, მოსახლეობის რაღაც ნაწილიც ასე ფიქრობს და იმიტომ მიიჩნევენ სირცხვილად, თორე მე ვერ ვხვდები, რა არის ამაში სასირცხვილო?  ადამიანი განუკურნებელი ვირუსით არის დაავადებული,  „დღეები“ აქვს დათლილი, მას თავისი დარდიც ეყოფა, ჩვენ რომ არ დავუმატოთ“.

 

 

შალვა, მძოლი, 52 წლის: – „სირცხვილია, აბა, რა არის, ნორმალურად რომ ეცხოვრა, არ დაემართებოდა, მაგრამ გადაყვა „გულავსა“ და „კაიფს“ და მიიღო საკადრისი“.

 

კვლევამ, რომელიც ჩავატარე სპეციალურად ამ  საკითხზე: რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება ამ თემაზე, არც ისეთი საგანგაშო შედეგი მომცა, როგორც ვვარაუდობდი, გამოკითხულთა 89%-მა იცოდა, რა გზებით ხდება ამ დაავადების გადადება, თუმცა გაურკვეველი რჩება, რატომ რიყავს საზოგადოება დაავადებულებს, თუ იცის, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მათ ხშირად სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებიან და იძულებულსაც  ხდიან, დამალონ აივ სტატუსი.

 

მომხდარა ასეც:

ინფიცირებულის დედამ შეიტყო შვილის მდგომარეობა და 10 წლის შვილთან ერთად სახლიდან გააგდო.“

 

 

- პაციენტს ესაჭიროებოდა თვალის ოპერაცია, გაამხილა თავისი სტატუსი საავადმყოფოში,  რის შემდეგაც კატეგორიული უარი უთხრეს დახმარებაზე, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ჩარევით პრობლემა მოგვარდა.

 

აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და ადვოკაცი“ ფარგლებში განხორციელებულ პროგრამაშირომელიც 2011 წელს ჩატარდა, 15-მა ინფიცირებულმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ამბობენ, რომ განიცდიან დისკრიმინაციულ ქცევებს საზოგადოებისაგან: მომხდარა მათი გამოძევება რელიგიური ღონისძიებებიდან; მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცყოფა; ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

ია ასათიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია