საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი კალიგრაფიაში სკოლის მოსწავლეებს შორის
2015/02/27 18:19:26

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,   მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ სამიზნე სკოლის მოსწავლეებისათვის კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. 

 

კონკურსის შემაჯამებელი ღონისძება 27 თებერვალს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში გაიმართა, სადაც საფინალო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟურიმ  – ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა, მუზეუმის თანამშრომელმა ციცინო მუმლაძემ და ქუთაისის 41–ე საჯარო სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა შეაფასეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს, გამარჯვებულებსა და მონაწილეებს  საჩუქრად დიპლომები და წიგნები გადაეცათ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია