საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ძალადობა ოჯახში – ტრადიცია თუ ტრაგედია?!
2015/02/27 13:01:20

„ეს რომ ქვეყნებს შორის ხდებოდეს, ჩვენ მას ომს ვუწოდებდით,

ეს რომ დაავადება იყოს, ჩვენ მას ეპიდემიას ვუწოდებდით,

ნავთობი რომ დაღვრილიყო, ჩვენ მას კატასტროფას ვუწოდებდით,

მაგრამ ეს ხდება ქალთა მიმართ და ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,

ეს არის ძალადობა ქალთა მიმართ

 

მაიკლ კაუფმანი

 

ოჯახში ძალადობა რომ საქართველოში „ფესვგადგმული“ პრობლემაა| ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც მოწომობს. მხოლოდ 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 14 ქალი იქნა მოკლული, ხოლო 11 თვის მონაცემებით _  22. ეს ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევების მონაცემებია. ფიზიკურ| სექსუალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას კი, არაოფიციალური მონაცემებით, ყოველი მესამე ქალი განიცდის, ან ერთხელ მაინც განუცდია. ოფიციალურით კი _ ყოველი 11. 

 

ეს ხდება იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ.  ჩვენს ირგვლივ ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმას,  ამაზე კი საზოგადოება დუმს, ისევე როგორც მსხვეპლი. ხშირად საუბრობენ, რატომ ითმენს ქართველი ქალი ქმრებისგან ასეთ დამოკიდებულებას  და  ასევე ხშირად მოვისმენთ მანდოლოსნებისგანაც კი, რომ „ქმარი ხან უყვირებს ხან შეაგინებს, ზოგი ქალი ცემის კი არა უარესის ღირსია, მაგრამ თუ ოჯახის შენარჩუნება გინდა უნდა მოითმინო, რადგან ეს ქალის მოვალეობაა“! ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ოჯახური ძალადობის პრობლემები უცხო არ არის მსოფლიო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, მაგ: ინდიოთში დაახლოებით ქალების 50% განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, აშშ-ში დაახლოებით 5.8 მილიონი...

 

ნანა ჩიბურდანიძე: „23 წლის ვიყავი, როცა გავთოხვდი. დედაჩემი დანახვის დღიდან ვერ იტანდა ჩემს ქმარს, დაუნს ეძახდ. მეუბნებოდა, არ შემიძლია, ვუყურო, ჩემი შვილი თავს როგორ იღუპავსო. პირველად 4 თვის ორსული ვიყავი, რომ გავიგე ჩემი ქმრი თამაშისმოყვარულობა. 6 თვისამ კი ისიც აღმოვაჩინე, რომ პათოლოგიური სიმთვრალეც ჰქონდა და ქალზე ძალადობასაც არ ერიდებოდა. უმეტესად უსაქმურად იჯდა და დედამთილ-მამამთილი გვარჩენდნენ. თუ რაიმე თანხა ჩაუვარდებოდა ხელში, ტოტალიზატორში ან სასმელში ხარჯავდა. 2011 წლის 24 ოქტომბერს ვიჩხუბეთ, გავბედე და  ვუყვირე, მან კი ისე მცემა, ორი დღე სიარული მიჭირდა. როგორც კი შევძელი, სახლიდან გავიპარე და დედასთან ჩამოვედი თბილიში. მალევე მომაკითხა. პატიებას მთხოვდა, ბავშვი დაიფიცა, აღარ განმეორდებაო და მეც შევურიგდი. შერიგების შემდეგ მგომარეობა უფრო დაიძაბა. საყვარელი გაიჩინა, ჩემს თვალწინ ემესიჯებოდა, ურეკავდა. ამოვიქეცი სახლიდან და დასახმარებლად პოლიცი მივმართე. მათ განცხადება დამაწერინეს და თავშესაფარიც მომიძებნეს. თითქმის თვენახევარი ვცხოვრობდი  გორის თავშესაფარში. ახლა დედასთან ვცხოვრობ. ვმუშაობ, პროფესიით ექთანი ვარ”.

 

ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემაზე არ საუბრობენ, რადგან არ სურთ ოჯახისღალატი”, შეეჩვივნენ, ეშინიათ მოძალადის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ესკერძოპრობლემად მიაჩნია. არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცველი ორგანოებიც  არ ერევიანმსხვერპლი კი პირისპირ რჩება მოძალადის წინ, ამის გამო კი ზოგჯერ შედეგი ფატალურია. ასეთი მაგალითები ჩვენს საზოგადოებაში,  2014 წლისთვის, ძალიან ბევრია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკლული მაკა წივწივაძე, ზესტაფონში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძე  და კიდევ  სხვა.

 

ამ პრობლემის გადასაჭრელად იბრძვიან არასამთავრობო ორგანიზაციები (მაგ.: „ქალთა მოძრაობა“, რომელმაც 2014 წლის 25 ნოემბრს აქცია გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში), სახალხო დამცველის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო,  რომელმაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია არა ძალადობას!" განახორციელა, მთავრობა და პრეზიდენტიც, რომელმაც 2015 წელი ქალის წლად გამოაცხადა.  თუმცა ყველა ამ ძალისმხმევის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება.

 

კვლევების თანახმად, ძალადობის გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება:

 

ეკონომიკური სირთულეები, უმუშევრობა, ეჭვიანობა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და საზოგადოებრივი აზრი ქალის დამთმობ-დამჯერ  ბუნებაზე.

 

ძალადობას ახასიათებს მულტიპლიკაციური ეფექტი, ანუ ის, ვინც ძალადობას განიცდის ბავშვობაში, უმეტეს შემთხვევაში თავადაც მოძალადე ხდება. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელია.

 

პრობლემის გადასაჭრელად  არაერთი გზა არსებობს:

o   ცხელი ხაზი,

 

o   თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვეპლის ფიზიკური, ფსიქოლოგიური    რეაბილიტაცია და იურიდიული დახმარება,

 

o   არასამთავრობო ორგანიზაციები,

 

o   კანონი ძალადობის კრიმინალიზაციაზე.

 

 

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საზოგადოებრივი აზროვნების ამაღლებაა.

 

 

ია ასათიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია