დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოჯადოებული სამკუთხედი
2015/02/27 12:47:27

რა საერთოა სიცოცხლეს, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის

 

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14).

 

ერთი შეხედვით, მარტივია, გასცე პასუხი კითხვაზე: „რა არის სიცოცხლე?“

 

თითქოს, ამ კითხვის პასუხი ყველასთვის ნათელია. უამრავი რამ შეიძლება, ვთქვათ მასზე, დავახასიათოთ სხვადასხვა კუთხით, მაგრამ როგორ გადმოვცეთ მისი არსი? საიდან მოდის ან სად მთავრდება იგი?  სახელმწიფოს უზენაესი კანონის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან და მთავრდება ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის მომენტში.

 

„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია,“ – ანუ შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ სიცოცხლესთან ერთად ადამიანს თავისუფლებაც ეძლევა, მაგრამ რას ნიშნავს, იყო თავისუფალი? ან სადამდე შეიძლება გაწვდეს ერთი ადამიანის თავისუფლება?  როგორც ხშირად ამბობენ, ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორის თავისუფლება.

 

თავისუფლების ცნება ჯერ კიდევ ბიბლიიდან მომდინარეობს და სიცოცხლის გაჩენისთანავე ჩნდება: ღმერთი ქმნის  ადამიანს და ანიჭებს მას ნების თავისუფლებას. ადამს უკვე შეუძლია, თავად გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ წარმართავს თავის მომავალს. ღმერთი იმთავითვე უარს აცხადებს დაგეგმოს და ჩაერიოს ადამიანის ცხოვრებაში, მას მოქმედების აბსოლიტურ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ იქვე ჩნდება მოვალეობებიც: ადამს ეკრძალება, იგემოს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. მას შესწევს ძალა ამისთვის, არც ძალისმიერი მეთოდებით აშორებს ვინმე ხის ნაყოფს, მაგრამ მას გააჩნია პასუხისმგებლობა, რომელიც უფლებებთან ერთად მოსულმა მოვალეობებმა დააკისრა.

 

„თავისფლება ლომთა ხვედრიაო“ – ამბობენ ჩვენში.  ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ თავისულების მოპოვებას ლომის ძალა და გამძლეობა სჭირდება, არამედ იმასაც , რომ თავისუფლების შენარჩუნება და შენარჩუნება არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ არსებითად, ანუ მისი ოპტიმალურად გამოყენება, მოითხოვს ზუსტად ლომებრ მოთმინებასა და დიდ სიბრძნეს.

 

ბერნარდ შოუ წერდა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა და ბევრს ეშინია მისი. რასაკვირველია, მეტად მარტივია, რობოტივით იარო ვიღაცის მიერ განსაზღვრულ გზაზე, ვიდრე აირჩიო თავისუფალი სვლა და დაეყრდნო შენს თავს. ზოგჯერ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზეც კი უჭირთ პასუხისმგებლობის აღება. თუნდაც მოვიყვანოთ ბანალური მაგალითი, როგორიცაა მოზარდის მიერ მომავალი პროფესიის შერჩევა. მოზარდი ბევრ შემთხვევაში ანდობს ამ საქმეს სხვას, თავად არ აკეთებს არჩევანს, რადგან იგი გაურბის საკუთარი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას.

 

ია ასათიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია