დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები ქართულ ბაზარზეა. ფრთხილად!
2015/02/26 12:27:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.

 

ბრალდებულები, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.


საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.

 

ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

წყარო: http://www.is.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია