დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს ბანკი“ აშშ დოლარში სესხის მქონე მოქალაქეებს ახალ პირობებს სთავაზობს
2015/02/26 12:03:27

“საქართველოს ბანკი” მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული, ახალ პირობებს სთავაზობს.


როგორც პრესკონფერენციაზე “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, პირებს, რომლებსაც, ზემოჩამოთვლილი პირობების გარდა, აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, შეუძლიათ, მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას. ეს, გილაურის თქმით, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადონ იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა. ამასთან, მომხმარებელს შეუნარჩუნდება არსებული საპროცენტო განაკვეთი.


როგორც გილაურმა განაცხადა, “საქართველოს ბანკმა” აღნიშული გადაწყვეტილება მიიღო მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით.


მისივე თქმით, კაპიტალის მდგომარეობა და გრძელვადიან რესურსებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბანკს, შესთავაზოს მომხმარებელს აღნიშნული წინადადება.

 

წყარო: http://www.timer.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2351
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია