დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰეპატიტიანი პაციენტებისთვის მედიკამენტების შემოტანა აპრილიდან დაიწყება (VIDEO)
2015/02/26 11:47:55

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ შემოსატანად მემორანდუმი აპრილში გაფორმდება. შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მედიკამენტი რამდენიმე დღეში უკვე საქართველოში იქნება. 

 

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შედგება აპრილში, კონტრაქტის მხარეები იქნებიან საქართველოს მთავრობა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კომპანია „გილიარდი“.

 

„ყველა, ვისაც მკურნალობა სჭირდება, მიიღებს ამ მკურნალობას, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი შემთხვევების აღმოცენება,“ _ აცხადებს დავით სერგეენკო.

 

მისივე ინფორმაციით, დასაწყისისათვის კონტრაქტით საქართველოში შემოვა პრეპარატი „სოფოსბუვირი“, ხოლო მომდევნო ეტაპზე მას შეცვლის ახალი თაობის კომბინირებული პრეპარატი, რომელშიც შედის როგორც „სოფოსბუვირი“, ასევე მეორე ანტივირუსული პრეპარატი „ლედიპასვილიც“. ამ კომბინირებულ პრეპარატს  ჰარვონი“ ჰქვია.

 

„ასე რომ, დავიწყებთ „სოფოსბუვირით“ და შემდგომ ეტაპზე ახალი თაობის მედიკამენტის მიწოდება შეგვეძლება მოსახლეობისთვის,“ -  ამბობს დავით სერგეენკო. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია