საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი
2015/02/25 20:10:46

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარესა და მაჟრიტართან ერთად, გელათის ქუჩა დაათვალიერა და ადგილზე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

 

მოსახლეობა აცხადებს, რომ გზის შეკეთებასა და წყლის სისტემის მოწყობას უშედეგოდ წლების მანძილზე ითხოვენ.

 

აღნიშნულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები აპრილის თვიდან დაიწყება. გელათის ქუჩაზე იგეგმება, ბორდიურების და ტროტუარების კეთილმოეწყობა, შეიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

ტენდერის საპროექტო ღირებულებაა 2 955 000 ლარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია