საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"არ ვიცი, რას ვიზამდი ჩემი ქმრის გარეშე. ალბათ, მოვკვდებოდი!"
2015/02/25 19:56:16

მერილ სტრიპი თანამედროვე კინოს აღიარებული ვარსკვლავია. მას არა მხოლოდ რეკორდული რაოდენობის ჯილდოები აქვს ("ოსკარების" ჩათვლით), მაყურებლის საყოველთაო აღიარებითა და სიყვარულითაც სარგებლობს. ეს მის ნიჭთან ერთად მისი საოცრად დადებითი აურის დამსახურებაა და ასევე მისი შეურყვნელი იმიჯის – სუპერკარიერის პარალელურად მერილმა მოახერხა, პირადი ცხოვრებაც იდეალურად აეწყო – ოთხი შვილის დედა რამდენიმე ათეული წელია ბედნიერად ცხოვრობს თავის ქმართან ერთად. 
გთავაზობთ ამ საოცარი ქალბატონის რამდენიმე საინტერესო გამონათქვამს:

"ყოველთვის სულაც არ ვარ ბედნიერი, მაგრამ ჟურნალისტებთან ყოველთვის ბედნიერი ვჩანვარ. ხანდახან ისეთი ბუზღუნა და მოსაწყენი ვარ, ჰკითხეთ ჩემს ქმარს".


"ყოველთვის ვიცოდი, რომ ოჯახით ვიქნებოდი შეპყრობილი. ზოგი რელიგიით არის შეპყრობილი ან რაღაც სხვით. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწორად მეპოვა ცხოვრების მეგზური და ოჯახი შემექმნა. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მარტოხელა!"


"არ ვიცი, რას ვიზამდი ჩემი ქმრის გარეშე. ალბათ, მოვკვდებოდი – ყოველ შემთხვევაში ემოციურად მაინც. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი გზებო ოდესმე შეიძლებოდა არ გადაკვეთილიყო – ის გენიალურია!"


mshoblebi

"ჩემი კულინარიული ტრიუმფი მაშინ შედგა, როცა ის-ის იყო გავუმიჯნურდი ჩემს ქმარს. სანაპიროზე ვიყავით პატარა ქოხში და ვაშლის ნამცხვარი გამოვაცხვე... ურეცეპტოდ გავაკეთე, იდეალურად. მას მერე სულ მთხოვს ჩემი ქმარი და ის წარმატება ვეღარ გავიმეორე".


"ჩემი აზრით, ყველამ უნდა იპოვოს თავისი საკუთარი გზა. ყველას თავისი წესები აქვს და სამყაროსა თუ საკუთარი თავის სხვადასხვა გაგება. ეს ის არ არის, რასაც სხვები გეუბნებიან, ეს არის შენი შინაგანი ხმა. მას უნდა უსმინოთ".


mshoblebi

შვილებთან


"ჩემი რჩევაა, ნუ დახარჯავთ მეტისმეტად ბევრ დროს იმაზე ღელვაში, იდეალური გაქვთ თუ არა კანი და მოიმატეთ თუ არა. იმაზე დაფიქრდით, რა გააკეთეთ ამ ცხოვრებაში, რა გაქვთ ხელში".


"ახალგაზრდობაში საერთოდ არ ვიყავი თავდაჯერებული. ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი საკმარისად ლამაზი. არადა, ცოტა ხნის წინ ვუყურე ერთ-ერთ ძველ ფილმს და მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ვყოფილვარ. სინამდვილეში, იმ დროს ბევრს ვღელავდი იმაზე, რომ მეტისმეტად პუტკუნა ვიყავი, დიდი ცხვირი მქონდა".


mshoblebi


"მომწონს, როგორიც ვარ ახლა. შეიძლება, სხვებს არ მოვწონვარ, მაგრამ ახლა თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. ასაკი უნდა მიიღო ჩვეულებრივ, შენ უბრალოდ იზრდები. ცხოვრება ისეთი ძვირფასია!"
"მოდის ტენდენციებს არ ვყვები. ტანსაცმელი ჩემი ხასიათის, ჩემი ნაწილია. არც ძვირად ღირებული ნივთები მიყვარს. ორი ათასი ევრო გადავიხადო ჩანთაში? მაგას მირჩევნია, კბილებით ვატარო კოსმეტიკის ჩანთა".

 

წყაროႬ http://mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია