დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარილებისგან გასუფთავების უნიკალური და უძველესი ტიბეტური მეთოდი
2015/02/24 14:44:50

მკურნალობის ეს ხერხი იმდენად ეფექტურად გამოდევნის ზედმეტ მარილს, რომ სპეციალისტების რჩევით, პროფილაქტიკისთვისაც კი, მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მივმართოთ.

 

ზედმიწევნით მისდიეთ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს და გამოჯანმრთელდით!

 

    აიღეთ ექვსი ცალი, ხუფიანი მაწვნის ქილა.

 

    დანომრეთ.

 

    პირველ ქილაში ჩაყარეთ სამი კოვზი ბრინჯი, დაასხით პირამდე წყალი, დაახურეთ ხუფი და შედგით მაცივარში.

    მეორე დღეს, აიღეთ მეორე ქილა. ქილაში ჩაყარეთ სამი კოვზი ბრინჯი, დაასხით პირამდე წყალი, დაახურეთ ხუფი და შედგით მაცივარში. #1 ქილიდან კი გადაასხით წყალი და თავიდან დაასხით ახალი.

    მესამე დღეს აიღეთ #3 ქილა, ჩაყარეთ სამი კოვზი ბრინჯი, დაასხით პირამდე წყალი, დაახურეთ ხუფი და შედგით მაცივარში. #1 და #2 ქილებიდან კი გადაასხით წყალი და თავიდან დაასხით ახალი.

    ასე გააგრძელეთ ექვსი დღე. ახალ ქილებში ჩაყარეთ ბრინჯი და დაასახით წყალი, წინა დღეებში დაყენებულებს კი გამოუცვალეთ ხოლმე.

    მეშვიდე დღეს, უზმოზე, პირველი ქილიდან გადაასხით წყალი, ბრინჯი გარეცხეთ და 10-15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.

    ცარიელ #1 ქილაში თავიდან დააყენეთ სამი კოვზი ბრინჯი წყალთან ერთად და ისევ ისე გააგრძელეთ, ყოველდღიურად, წყლის ცვლა.

    მოხარშული ბრინჯი მარილის და ყველაფრის გარეშე მიირთვით და ორი საათი არაფერი ჭამოთ.

    მერვე დღეს, #2 ქილიდან ამოიღეთ, გარეცხეთ, მოხარშეთ, მიირთვით ბრინჯი და ისევ ახალი ბრინჯი და წყალი დააყენეთ.

    ამ პრინციპით გააგრძელეთ მკურნალობა ორმოცი დღის განმავლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია