დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკული სამხედრო ავიაციის ქართველი „მამა“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/02/23 12:25:47

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ემიგრანტულ ნაკადს მიეკუთვნება გამომგონებელი ალექსანდრე ქართველიშვილი. ცხოვრების სირთულეების მიუხედავად, მან შეძლო თავის დამკვიდრება იმ ქვეყანაში, „სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს“. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იცნობს მის დამსახურებასა და ბიოგრაფიას. შესაძლოა, ეს იმის ბრალიცაა ნაწილობრივ, რომ ალექსანდრეს საქართველოში ცოტა ნათესავი ჰყავს. მისი დისშვილია ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.


1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში, ნობილი იურისტის, მიხეილ ქართველიშვილის, ოჯახში დაიბადა ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში მოიხსენიება ავიამშენებლობის ერთ-ერთ პიონერად.


ალექსანდრემ 18 წლის ასაკში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, 21 წლისამ კი _ იუნკერთა სასწავლებელი. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს არტილერისტად და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. ალექსანდრე იუნკერთა სასწავლებელშივე დაინტერესდა ავიაციით და ეს ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა ომში კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯერ მფრინავი, შემდეგ კი ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო. ალექსანდრე ამ ომში დაიჭრა და პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა სამშობლოში.


1919
წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალექსანდრე ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და თამარი კი თბილისში დარჩნენ. ამის მერე ოჯახს ერთად აღარ უცხოვრია, რადგან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ამის შესაძლებლობა აღარ არსებობდა.

ალექსანდრემ 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა, კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო ასპარეზობებში.


ალექსანდრე ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდარული ფრანგი ავაიტორის ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების "Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა "Bernar-Ferbua V-2" დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზინიუიორკის რეისებისათვის, ამისთვის კი დიდი თანხები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ურჩიეს ამერიკაში წასვლა, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნებოდა.


ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობი) შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუიორკში. მათ ერთადა აწყვეს ხომალდი, რომელსაც "Uncle Sam"-იუწოდეს, 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company". 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია "Seversky Aircraft Corporation"-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა "Republic Aviacorporation", რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ა. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.

ალექსანდრე მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 "Thunderbolt" ("მეხთამფრქვევი"), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილებაა. ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავები: F-84 "Thunderjet", Republic F-105 "Thunderchif" და Republic F-84 და A-10, ამერიკული ერთადგილიანი ბრონირებული ორმოტორიანი მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა ტანკების გასანადგურებლად (ცნობისთვის, ეს გამანადგურებელი დღესაც გამოიყენება აშშ-ს სამხედრო ავიაციაში).


ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ალექსანდრე ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია