საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი
2015/02/23 10:00:20

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე ყოფნისას შეავსო ქონებრივი დეკლარაცია, 2014 წელს.

 

ჭიჭინაძე 1959 წელსაა დაბადებული თბილისში.

 

ჭიჭინაძე ფლობს რამდენიმე ბინას თბილისში: ვაჟა-ფშაველაზე, ფართობი - 57.00 კვ.მ;  ალ. ყაზბეგის გამზირზე, ფართობი 150.00 კვ.; ასევე ვაჟა-ფშაველაზე ორი ბინა, ფართობით 54.00 კვ. და ფართობით 30.00 კვ.. ჭიჭინაძეს აქვს ბინა და მიწის ნაკვეთი ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში, საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვემო თლულში.

 

გივი ჭიჭინაძეს არ აქვს ანგარიში არცერთ ბანკში და ნაღდი ფულის დანაზოგიც არ გააჩნია. დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი მხოლოდ მიღებული ხელფასია.

 

ჭიჭინაძე ასევე არ ფლობს დეკლარირებულ წილს რომელიმე კერძო კომერციულ ორგანიზაციაში. ის და მიმი ოჯახის წევრები არ არიან სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულნი.

 

იმერეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს ჰყავს მეუღლე - მაია სოხაძე-ჭიჭინაძე და ქალიშვილი - თამარ ჭიჭინაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია