დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართულმა ღვინომ „ჩხავერი“ ტოკიოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
2015/02/22 17:18:47

ტოკიოს საერთაშორისო ღვინის კონკურსზე „საკურა“ ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მიიღეს.

 

„ლუკასის“ წარმოების ქართულ ღვინოს „ჩხავერი“ გადაეცა ორმაგი ოქროს მედალი (ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსზე ოქრო და ვერცხლის მედლლები მიიღო).

 

კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელმა ქეთი გერსამიამ აღნიშნა, რომ კონკურსზე აღიარებამ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა.

 

„კონკურსზე წარმოდგენილი იყო, დაახლოებით, 2500 ღვინო სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ იაპონიაში ჩამოვიტანეთ მხოლოდ „ჩხავერი“. ამ ჯილდოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩვენი კომპანიისთვის. ძალიან ვამაყობთ ამით.

 

ქართულ ბაზარზე ჩვენი ღვინო წარმოდგენილია რამდენიმე რესტორანში, ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყნის რესტორანში, კერძოდ, ავსტრიისა და ბელგიის რესტორნებში. ისინი გაყიდვაშია ღვინის რესტორნებსა და მარკეტებში. „ჩხავერის“ გარდა, გვაქვს „საფერავი“ და სამი სხვადასხვა სახის თეთრი ღვინო: „ტვიში“, „წინანდალი“ და „კისი“.

 

კონკურსის შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა რამდენიმე რესტორნის ქსელი და მაღაზია გერმანიიდან, ბელგიიდან და ავსტრიიდან. მათ გამოხატეს დაინტერესება ჩვენი პროდუქტებით და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები შემდგომი თანამშრომლობისთვის. ოქროს მედალი ჩვენთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა“.

 

ღვინის კომპანია „ლუკასი“ ორი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. გურიის „ჩხავერის“ გვერდით კომპანია აწარმოებს 7 დასახელების ღვინოს. მისი პროდუქცია იყიდება ავსტრიისა და ბელგიის რესტორნების ქსელში. „ლუკასი“ აწარმოებს, დაახლოებით, 10 000 ბოთლ ღვინოს წელიწადში.

 

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ წარმოადგენს ფართომასშტაბიან ღონისძიებას. მისი ჟიური დაკომპლექტებულია ქალი-სომელიეების, მწერლებისა და ჟურნალისტებისაგან, რომლებიც მოღვაწეობენ ღვინის სფეროში იაპონიაში.

 

 

 

 

წყარო: http://www.geomigrant.com/

 

(თარგმნა ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია