დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის მაღაროში 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
2015/02/21 23:57:05

ტყიბულის, მინდელის სახელობის მაღაროში 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა,-ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა. 

 

როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში უტარდება, სადაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

 

"44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, თვითონ გარდაცვლილი გადმოყვანილია ქუთაისში ექსპერტიზაზე, რათა გაირკვეს რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევა საღამოს დაახლოებით ექვსის ნახევრიდან 7 საათამდე მოხდა. ამბობენ, რომ შემთხვევა ვაგონთან დაჯახებით არის გამოწვეული. სხვათაშორის დიდი ხნის წინაც ჩემი დედის ძმა გარდაიცვალა დაახლოებით მსგავს ვითარებაში…",-განაცადა ჩაფიძემ.

 

ამასთან, როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, ეკისრება თუ არა საწარმოს პასუხისმგებლობა მოქალაქის გარდაცვალებაზე.

 

"შესაძლოა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაც იყოს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახი არ თანხმდება ექსპერტიზას, ამ შემთხვევაში რადგან ექსპერტიზა ტარდება, რეალურად დადგინდება მიზეზები, თუ იყო საწარმოს ბრალი თუ თვითონ ამ ადამიანის. მოკლედ ამაზე დამოკიდებულია, თუ რა პასუხისმგებლობას აიღებს საწარმო ამაზე, გარდაცვლილის ოჯახთან მიმართებაში",-აღნიშნა ჩაფიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია