საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვი პატარძალი, ანუ ნაადრევად დასრულებული ბავშვობა
2015/02/20 18:27:55

არასრულწლოვანთა ქორწინება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ის სხვადასხვა საუკუნესა და კულტურაში მიღებული და დამკვიდრებული იყო. ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. არცთუ ისე შორეულ წარსულში ვხვდებით აკვანში დანიშვნისა და არასრულწოვნების გათხოვებას მათზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. სისხლის სამართლის კოდექსის 140- მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვნის სქესობრივ კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგონა ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთდღეს, 13 კი 30 წამში. საქართველოში არსებული სიტუაცია არანაკლებ მძიმეა.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7367–მა გოგონამ შეწყვიტა. სწავლის შეწყვეტის ძირითად მიზეზად მათი გათხოვება სახელდება.

 

ფსიქოლოგები გამოყოფენ რამოდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს.

 

1. ხშირად გოგონებ იმიტომ ეჩქარებაგათხოვება, რომ მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობენ და სურთ, ამ გრძნობის კომპენსაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინონ;

2. ახალგაზრდაზე მშობლები ხშირად გადამეტებულად ზრუნავენ. უფროსები მას აღიქვამენ და ექცევიან,  როგორც პატარა ბავშვს. ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას ამგვარი მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით აიხსნება;

3. არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ;

4. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არცთუ იშვიათი მიზეზია დაორსულება;

5. მოძალადე ოჯახის წევრისგან გაქცევა;

6. და ბოლოსნაადრევი ქორწინების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი სიყვარულია.

 

 

 

***

ნათია 15 წლის ასაკში გათხოვდა. ის ჩვენთან იმ ძირითად მიზეზებზე საუბრობს, რამაც მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

სიმართლე, რომ ვთქვა, მომავალიქმარი გაგიჟებით მაშინაც კი არ მიყვარდა, მაგრამ იმ დროს ეს გააწყვეტილება ერთადერთ სწორ არჩევნად მიმაჩნდა. სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავდი, მამისბრჭყალებიდანგასაქცევად. მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცია, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, დედაჩემისთვის სახეში ჩემს თვალწინ რომ გაურტყამს. ეს არ ხდებოდა ერთხელ ან ორჯერ, ეს მეორდებოდა წლების განმავლობაში.  მე მყავს უმცროსი ძმა, თუმცა მამაჩემი მის მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი და თბილი იყო, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი. ის მიკრძალავდა ყველაფერს, ჩაცმას ისე ,როგორც მე მინდოდა, შეყვარებულის ყოლას, დავდიოდი იმ წრეებზე, რაც მას უნდოდა, რომ გამევლო. ყოველთვის ერთიდაიმავეს მეუბნებოდამე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის კარგიოდა ასე გძელდებოდა ყოველიდღე. რამდენჯერმე გამარტყა კიდეც იმისთვის, რომ ენა შევუბრუნე. ჩვენ ბათუმში ვცხოვრობდით და ერთხელ პლიაჟზე ერთი ბიჭი გავიცანი, ჩემზე 5 წლითუფროსი, მაგრამ საოცრად თბილი, ყურადღებიანიის ბავშვად არ აღმიქვამდა და ეს ყველაზე მეტად მომწონდა მასში. ბექა არ იყო სტერეოტიპებით დატვირთული. ჩვენი ურთიერთობა ინტერნეტით გაგრძელდა. ის მაკითხავდა ბათუმში, ვსეირნობდით, ვერთობოდით და ერთხელაც მივხვდი, რომ ეს მოწონებაზე მეტი იყოდაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მამაჩემმა შემთხვევით დამინახა სამარშუტო ტაქსიდან მასთან ერთად და ყველაფერი გაირკვა. ვიცოდი, სახლში საშინელება მელოდა და ამის გამო შუა ქუჩაში ვღრიალებდიბექამ ხელი მომკიდა და მითხრა, წამო გავიპაროთ და მეც დაუფიქრებლად გავყევი. ახლა 21 წლის ვარ და 3 წლის შვილი გვყავს. ბექა მართლა ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მანამდე იყო და ეს მაბედნიერებს, თუმცა ხშირად მინანია ნაადრევი ქორწინება

 

რთულია სკოლაში ორსული რომ ზიხარ ან ბავშვს ღამეს უთევ და მერე სასწავლებლად მიდიხარ. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.  ბექაც სხვადასხვა სამსახურს თანხმდებოდა, ოჯახი რომ ერჩინა. ახლა სწავლის გაგრძელება მინდა, თუმცა ბავშვის გამო ვერ ვახერხებ. მას დენი თანხა სჭირდება, ჩემი სწავლის ფული უბრალოდ არ რჩება. უფასოზეც რომ მოვხდე, რაც ნაკლებ შესაძლებელია, ძიძა ხომ უნდა ავიყვანოთ? მას კი ყოველთვიურად 400 ლარი უნდა. ეს კი პატარა ოჯახისთვის, რომელშიც მხოლოდ ქმარი მუშაობს ძალიან ძვირი სიამოვნებაა“.

 


***

ნაადრევი ქორწინების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკით, დაახლოებით, 90% განქორწინებულია. ფსიქოლოგ ნანა სონღულაშვილის აზრით, ადრეულ ასაკში გათხოვება ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებს უარყოფით ნაყოფს, რადგან 15-16 წლის ასაკში ორგანიზმი არამარტო ანატომიურად და ფიზიოლოგიურად არ არის ჩამოყალიბებული, არამედ - ფსიქოლოგიურადაც. ნაადრევი ქორწინების დროს ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ მთავარი სიყვარულია, მაგრამ ოჯახის სიმტკიცისთვის სხვა რაღაცეებიც არის საჭირო. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი შემდეგი რესპონდენტი, ლანა( რომლის სახელიც შეცვლილია).

 

ლანა 16 წლის გაიპარა საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელიც მაშინ მისი ცხოვრების ერთაერთ სიყვარულად მიაჩნდა. ის ჩვენთან საუბრისას ჰყვება თავისი გათხოვების ისტორიას.

 

„16 წლის ვიყავი, როდესაც ბიჭი გავიცანი ტელეფონით და მალევე გავყევი ცოლად. მეგონა, მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და მას არაჩვეულებრივად ვიცნობიარც სახლში მქონია პრობლემები და არც გარემოცვესთან. უბრალოდ,მიყვარდაყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. 7 თვე ტელეფონით ყოველდღე ერთმანეთს ვესაუბრებოდით და 2-3 კვირაში ერთხელ ვნახულობდი. როდეს გაპარვა შემომთავაზა, გავიპარე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი. დედამისს ხელს უბრუნებდა, მე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ბავშვის გაჩენა არ მინდოდა და ამაზე კიდევ უფრო მეტს ვჩხუბობდით. სწავლისვის თავის დანებება მომიწია, რადგან ყველაზე ეჭვიანობდა. ცემით არასოდეს ვუცემივარ, მაგრამ ბევრიც არ დაკლებია. შემდეგ გავიგე, რომ საყვარელიც გაიჩინა. ასე დასრულდა ჩვენი ურთიერთობაჩემი სიყვარულიც მის მიმართ სადღაც გაქრა. საბედნიეროდ, ბავშვი არ გამიჩენია და მარტოხელა დედობა არ მომიწია. მოკლედ, გავშორდით. ერთად სულ 3 წელი ვიცხოვრეთ და აქედან ორ ნახევარი საშინელება იყო."

 


***

 საქართველოს რეალობაში ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც მამა შვილს აიძულებს გაჰყვეს მის არჩეულ მამაკაცს. ზოგჯერ ასეთი შემთხვევები ფატალურადაც კი სრულდება.

 

13 წლის გოგონას მამა ათხოვებდა მის არჩეულ კანდიდატზე. გოგოს კი შეყვარებული ჰყავდა. გოგონამ მამას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და თავი მოიკლა.

 

15 წლის გოგონამ სკოლაში თავი მოიწამლა, რადგან მას უცხო ადამიანზე ათხოვებდნენ. ის სიკვდილს გადაურჩა.

 

16 წლის გოგოს მამა 10 ძროხის სანაცლოდ 45 წლის მამაკაცზე ათხოვებდა. გოგონა სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა.

 

ფაქტი კი ფაქტად რჩება. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება საუკუნეების განმავლობაში. 21- საუკუნეში, როდესაც ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას, ისევ აქტუალურია ძველი ტრადიცია“. განსხვავება მხოლოდ ერთია. თუ ადრე არასრულწლოვანის ქორწინება ოჯახის წევრის მიერ იყო პროვოცირებული, დღეს ეს ფუნქცია თავად არასრულწლოვნებმა იკისრეს.

 

 

 

ია ასათიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3346
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია