დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტაო პრივატ ბანკის“ ადგილას მალე „საქართველოს ბანკი“ დაგხვდებათ
2015/02/19 13:09:43

„საქართველოს ბანკმა“ პრივატ ბანკი იყიდა, საქართველოში სიდიდით მე-9 ბანკის 100% აქციების ყიდვის შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში გავრცელდა.

 

„პრივატ ბანკის“ ფილიალები ფუნქციონირებს ქუთაისში. მალე ისინი „საქართველოს ბანკის“ ფილიალებად გადაკეთდება და მწვანე ფერს ნარინჯისფერი ჩაანაცვლებს.

 

უკრაინული „პრივატ ბანკის“ შესყიდვით „საქართველოს ბანკი“ უფრო მეტად გაძლიერდება და მეტად გაამყარებს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

 

ხსენებული შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%-ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%-ით გაიზრდება.

 

კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატ ბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. 

 

შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატ ბანკის“ მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.

 

დღესვე „საქართველოს ბანკმა“ მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზეც გაავრცელა ინფორმაცია. რომლის თანახმადაც ბანკის სტრუქტურა ეროვნული ბანკის ახალი მოთხოვნების შესაბამისობაში მოვა. კერძოდ, მოხდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და  საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად.

 

ასევე ცნობილია, რომ 2015 წლის ზაფხულიდან „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური აღარ იქნება, ის სამეთვალყურეო საბჭოში გადავა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია