დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შედეგებით დაბრუნდა ქუთაისის დელეგაცია ვილნიუსიდან?
2015/02/19 12:28:34

მიმდინარე წლის 12 თებერვალს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა. დელეგაციაში შედიოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ყანჩელი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები იოსებ გაბრიჭიძე და ირაკლი სარიშვილი.

 

ქართული დეგაციისთვის ვილნიუსში მიღება გამართა ლიტვის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუზას რაგუსკასმა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის განვითარების მიმართულებებზე.

 

ლიტვის მხარე გაეცნო ქუთაისის და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს, ტურიზმის სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ქართული მხარე გაეცნო ლიტვის გამოცდილებას ამ კუთხით. 13 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ლიტვის სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტთან ქალბატონ ევალდა სისკაუსკიენესთან, რომელმაც ქართულ მხარეს ლიტვაში არსებული სასტუმროების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების სტანდარტები გააცნო. მოეწყო შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 

ლიტვის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქართულ მხარეს, ქუთაისის აღმოსავლეთ ევროპის ტურისტულ ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. დაიგეგმა შემუშავდეს ერთობლივი პროგრამები ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი კადრების გადამზადებისათვის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ინფორმაციების სისტემატიურად გაცვლისათვის. ქართული მხარის მიერ მიღწეულ იქნა გადაწყვეტილება ასოციაციისა და ქუთაისის ტუროპერატორებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის მყისიერი დაწყების შესახებ, არსებული პოტენციალის რეალური გამოყენების თვალსაზრისით. ასევე დაიგეგმა გატარდეს ღონისძიებები ქუთაისსა და ლიტვის ერთ-ერთ ქალაქს შორის დაძმობილების თაობაზე.

 

წყარო: https://www.facebook.com/profile.php?id=100007780745249

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია