საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეზობლის მიერ 9 щлис წინ გაუპატიურებულმა ქალმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
2015/02/18 18:26:05

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში 9 წლის წინ მეზობლის მიერ გაუპატიურებულმა მაკა ჯაიანმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო.

 

ჯაიანის თქმით, პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ დამნაშავის დასჯა ამ დრომდე არ მოხერხდა.

 

„სხვა გზა არ დამრჩა. მედიითაც გაშუქდა, მაგრამ რეაგირება არ იყო. არც საგამოძიებო ორგანოებიდან გვაქვს შედეგი,“- ამბობს ჯაიანი.

 

„პატარა გოგო გამიუპატიურა მეზობელმა  ალბერტა კიკალიშვილმა. 9  წელია კანონი ვერ ვნახე ვერსად და პარლამენტის წინ მოვედი.  ჩემი შვილი 16 წლის იყო, როდესაც გააუპატიურეს.  მეზობელმა ბანძაში, ჩემს ოჯახში გააუპატიურა. მე მოხელე კაცი ვარ.  დილით ბაზარში ნაწილების გასაყიდად წავედი.  ჩემი ბავშვი გაუპატიურებას მალავდა, მაგრამ სულ ავად ხდებოდა. ჩემი მეზობელი პროკურორის ახლობელია და მას პროკურორი მფარველობს,“ - ამბობს  მაკა ჯაიანის მამა ტარიელ ჯაიანი.

 

წყარო: http://news.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია