დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის
2015/02/17 18:25:12

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა თავისუფალმა თაობამ“, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში   სოფლის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნა და რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა  განახორციელა. 

 

ეკა ხატიაშვილი, პატრიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგი: „ეკოლოგიური პრობლემა, ხელოვნური ნაგავსაყრელი და სანაგვე ურნების ნაკლებობა დიდ პრობლემას  წარმოადგენს  სოფლისათვის.  დაბალია მოსახლეობის ეკოლოგიური  თვითშეგნებაც. ამიტომაც კლუბთან ერთად დავგეგმეთ სამუშაოები, რომელიც ამ პრობლემებს მეტ–ნაკლებად მოაგვარებდა, ერთ–ერთი  ყველაზე აუცილებელი აქტივობა დასუფთავების აქცია გახლდათ“.

 

კლუბის „თავისუფალი თაობის“  წევრებმა წერილობით მიმართეს სოფელ პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობას,  ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის  მანქანის გამოყოფასთან დაკავშირებით.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ  კლუბის თხოვნა დააკმაყოფილა.

 

სამოქალაქო კლუბის „თავისუფალი თაობა“ წევრები ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას კვლავ აპირებენ. მეორე ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან სოფელში ნაგვის ურნების დამატებასთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია