საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/02/17 12:53:35

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 28 კანდიდატიდან პარლამენტს ამ პოსტზე დასამტკიცებლად ნინო გვენეტაძე წარდგინა.


ნინო გვენეტაძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შემდეგ ორგანიზაციებს ჰყავდათ წარდგენილი:  არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრიალეკო ცქიტიშვილი;„საზოგადოებრივი დამცველიირინა ფუტკარაძე, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვისთამარ გაბიანი, „მედიის ინსტიტუტიირმა მამასახლისი, „იურისტ ქალთა კავშირინუკა კობალავა, ..გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტისაღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კუჭავა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიახალგაზრდა ადვოკატებიხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, .წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე.


ნინო გვენეტაძის მოკლე ბიოგრაფია ასეთია: იგი  1964 წლის 27 იანვარს ხაშურში დაიბადა. პროფესიით სამართალმცოდნეა. არის  თსუ- ასოცირებული პროფესორი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

ნინო გვენეტაძე – (1998-1999) წლებში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარე იყო. იგი 1999–2005წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა.

ცნობილი ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ, რომლებმაც  2005 წელსუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს.

ნინო გვენეტაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და  კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურში იყრიდა.

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია