დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინციდენტი - პაატა ბურჭულაძეს ეტლით მოსარგებლეებთან თავის მართლება მოუწია
2015/02/14 09:20:52

კომპანია „არტ პალასის“ მიერ ორგანიზებული, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი სპორტის სასახლეში ანშლაგით ჩატარდა.

თუმცა ბევრმა მაყურებელმა, რომელთაც ბილეთებში 100-120 ლარი ჰქონდათ გადახდილი, ხალხის სიმრავლის გამო, საკუთარი ადგილები ვერ დაიკავეს. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე პირმა სპორტის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილებამდე მისასვლელად პანდუსები არ იყო დამონტაჟებული. 

სპორტის სასახლის დირექტორის, გიო ხუციშვილის განცხადებით, სასახლეს პანდუსი აქვს, თუმცა ის არავის გაუფრთხილებია, რათა პანდუსი დამონტაჟებულიყო.

მომხადრის გამო, იუბილარმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში პირადად მოუხადა.

„არტ პალასის“ პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მომხდარის გამო ბოდიში სცენიდან რამდენჯერმე მოიხადა, რასაც ადგილების გარეშე დარჩენილმა მაყრებელმა სტვენით და ტაშით უპასუხა.

 

წყარო: http://info9.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2306
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია