საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნუ გადაყრით ჩაის ნახმარ პაკეტებს - გასწავლით, რაში უნდა გამოიყენოთ ისინი
2015/02/13 23:55:30
ერთხელ გამოყენებულ ჩაის პაკეტს, როგორც წესი, ნაგვის ურნის გარდა სხვა ადგილი არ აქვს. სინამდვილეში ჩაის მეორადი პაკეტები ბევრ რამეში გამოგადგებათ. ნუ გადაყრით მათ. მაცივარში შეინახეთ, რათა გაფუჭებისგან დაიცვათ და ყურადღებით წაიკითხეთ ეს რჩევები.


ოთახის მცენარეების მოსავლელად

წამოადუღეთ ძველი პაკეტები კიდევ ერთხელ და მიღებული ხსნარით მორწყეთ თქვენი ოთახის მცენარეები. ამით მათ სოკოვანი ინფექციებისგან დაიცავთ. ბაღში დარგულ მცენარეებს კი მისი შიგთავსი დაუყარეთ ძირებში, მღრღნელები აღარ მიეკარებიან. 


ხალიჩის გასაწმენდად
ხალიჩის გასაწმენდად და სასიამოვნო სურნელის მისაცემად, ნესტიანი შიგთავსი ზედაპირზე მოაბნიეთ და გაშრობა აცადეთ. შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ.

სახლში სასიამოვნო სუნისთვის
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, ჩაის პაკეტი ქვიშაში ჩააგდეთ, რომელიც ცხოველის ტუალეტისთვის გამოიყენება. რამდენიმე პაკეტი ნაგვის ვედროს ფსკერზე მოათავსეთ, ერთ პაკეტს კი მაცივრის თაროზე მიუჩინეთ ბინა. შეგიძლიათ ჰაერის გამწმენდიც დაამზადოთ: დააწვეთეთ ჩაის ნახმარ და გამშრალ პაკეტზე თქვენი საყვარელი არომატის მქონე ეთერზეთი და საუკეთესო გამწმენდს მიიღებთ როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისა თუ ავტომობილის სალონისთვის. ვიდაიდან პაკეტების უმრავლესობა ძაფზეა დამაგრებული, მათი ჩამოკიდებაც არ იქნება პრობლემა. ეს პაკეტები უსიამოვნო სუნს შთანთქავს და სასიამოვნო არომატს აყენებს 

 


აფრთხობს თაგვებს
თაგვებს ჩაის სურნელი არ მოსწონთ. ამიტომ გამოყენებული ჩაის პაკეტები საკუჭნაოში, სარდაფში ან იმ ადგილებში დაყარეთ, სადაც თაგვების შემოღწევის ალბათობაა. ხოლო თუ პაკეტებს პიტნის ნაყენით "გაამდიდრებთ", მაშინ თქვენს სახლს ჭიანჭველები და ობობებიც მოერიდებიან. 


ხელებიდან საჭმლის სუნის მოსაცილებლად
სადილის დამზადების შემდეგ ხელებზე პროდუქტების სუნი რჩება - ნივრის, ხახვის ან თევზის. ხელები ჩაის პაკეტით გაიწმინდეთ და შემდეგ დაიბანეთ. სუნი გაქრება.


არბილებს ტერფის კანს
ჩაყარეთ ჩაის პაკეტები ცხელ წყალში და შემდეგ ფეხების აბაზანა მიიღეთ. არბილებს კანს, კოჟრებს და ქუსლებს.


არბილებს თმას
მოადუღეთ სუსტი ჩაი და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.


ფანჯრის გამწმენდი სითხე
დაასხით პაკეტებს მდუღარე წყალი. მიღებული სითხე შესანიშნავად გაწმენდს ფანჯრებს, სარკეებს და ნებისმიერ მინის ზედაპირს. ხსნარით დამუშავების შემდეგ ზედაპირს სუფთა ჩვარი გადაუსვით და გააპრიალეთ. 
წყარო http://mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/2652-nu-gadayrith-chais-nakhmar-paketebs-gastsavlith-rashi-unda-gamoiyenoth-isini.html
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია