დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური მედია სკოლებში
2015/02/13 18:56:53

სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობისფარგლებში, პროგრამის სამიზნე  სკოლების მოსწავლეებისათვის  პროგრამის სოციალური მედიის კოორდინატორმა მარიამ ქველიაშვილმა  იმერეთის ყველა რეგიონში ჩაატარა ტრენინგები  სოციალური მედიის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე  მთელ იმერეთში სოციალური მედიის 18  ტრენინგი  ჩატარდა. საერთო ჯამში მას 350 მოსწავლე ესწრებოდა. 


მარიამ ქველიაშვილი, „ტრენინგის მიზანს წარმოადგენს  სოციალური მედიის შესახებ ცოდნის მიღება და უნარჩვევების განვითარება, სოციალური მედიის აქტიურად გამოყენება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებმა გაიაზრონ, სოციალური მედიის როლი, საზოგადოების მობილიზებისათვის და სხვადასხვა პრობლემების ადვოკატირებისთვის.’’

ტრენინგებზე  დრო ეთმო პრაქტიკულ სამუშაოებსაც, მონაწილეებმა დაარეგისტრირეს ბლოგები და მიიღეს ინსტრუქციები მათ მართვასთან დაკავშირებით, მათთვის თვალსაჩინო გახდა ვებგვერდის და სხვადასხვა ვიდეო და აუდიო არხების (Wordpress, Youtube, Vimeo, Soundcloud, Gmail, Flickr, Facebook) მართვა.

 

,,ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, უამრავ  სიახლეს გავეცანი,  საყვარელი და მცოდნე ტრენერი გყავდა, რაც ყველას დაგვეხმარა უფრო მეტად გავხსნილიყავით და ჩავრთულიყავით მიმდინარეობის პროცესში.’’ – ეკა ლომიძე, ტყიბულის მე–7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობახორციელდება ორგანიზაცია PH-International-ისმიერ, აშშსსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია