დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაგდას ბლოგი
წარწერა (FB) კედელზე
2015/02/13 11:30:29

სადღაც წავიკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, სად ან ვისთან. მთავარია დავიხსომე.  ლიტერატურიდანაც ხომ შინაარსის გამოტანა და ანალიზია მთავარი, თორე წაკითხვით, ვინ არ კითხულობს (ან ამბობს, რომ წაიკითხა)... 

მოკლედ, წავიკითხე: ერთ-ერთი „წვრილფეხა“(ეს სიტყვა უხდება) ჩინოვნიკი ტაქსის მძღოლს თუ მის სტიკერს- „მე მიყვარს უფალი“ თავის პოსტში დასცინოდა:„ასეთი წარწერა ქონდა ჩემი ტაქსის მძღოლს ტორპეტოზე. სად შეგვიძლია...“


მე მინდა ვკითხო: რა გაცინებს?! თუ “ტაქსიდან“ პრდაპირ კაბინეტში შეხვალ, კაბინეტიდან კი- „ტაქსში“, ვერ გაიგებ, რომ დიდი ხანია ათასობით ადამიანს  ამ ქვეყანაში მარტო უფლის იმედი დარჩა...

ჩემთვის საჯარო მოხელეები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან.

 

პირველი: პატიოსანი ადმიანი, რომელსაც ბოლოს მაინც მოხსნიან, იმიტომ რომ აადგილს აფუჭებს თავისი პატიოსნებით.  და სხვაგან გადაიყვანენ...

 

მეორე:გაბღენძილი საჯარო მოხელეები, რომლებსაც არასოდეს არ ებნევათ პიჯაკი და ჰალსტუხის კვანძიც ყოველთვის მოშვებული აქვთ(სუნთქვაში უშლით ხელს).

 

მესამე: პედანტები, გაპიწკინებულ-დაუთოებულები, მაგრამ მშიშრები.მათ არასოდეს აქვთ საკუთარი აზრი.

 

მეოთხე: ნორმალური ადამიანები, ფულს არ შოულობენ უკანონოდ, მაგრამ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ დამოუკიდებლად.

 

მეხუთე: მოხულიგნო ტიპები, რომლებიც „ფარა რომ შემობრუნდა“,ის სკამი მაშინ დაიკავეს...

 

მეექვსე: გოგოშკები, ტუსოვკიდან-ტუსოვკაზე რომ გადადიან. ცოტას რომ ტიპობენ და ბევრ რომ „ძერსკობენ“. თავისი „კრეაწიულობის“ დამტკიცებას რომ ცდილობენ მუდმივად.სწორედ ასეთი იჯდა იმ „ტაქსიში“.მგონია, რომ საქართველოს ქუჩებში ადმიანებ-შებმული „რაქშები“ რომ დადიდნენ, ალბათ, ასეთები პირველად ჩადებდნენ თავის ნაფიტნესარ გავებს...ისე, უბრალოდ,ეგზოტიკისთვის. თორემ ის კი არ აინტერესებთ, რამ აიძულა ადამიანი თავისი ნებით „რაქშაში“ რომ შეება...

 

 მერე კიდევ წავიკითხე, ცნობილი ბლოგერი წერდა: „თავისუფლების ყველაზე ბინძური მხარეებიო“.

 

მე მინდა ვკითხო: თავისუფლება როგორ შეიძლება ბინძური იყოს ან რომელიმე მხარე ჰქონდეს ბინძური. კი, თავისუფლებას მოჰყვება შეცდომებიც. მაგრამ თავისუფლებით დაშვებული შეცდომა ნიშნავს, რომ შენ ისევ შეგიძლია იყო თავისუფალი. ისევ აირჩიო, ამჯერად უშეცდომოდ და მხოლოდ, მხოლოდ შენი ნებით.. თავისუფლება რასაც ეხება, მარადისობად აქცევს და არა სიბინძურედ. თავისუფლებას ვერ ექნება ბინძური მხარეები. მისი ყველა მხარე საინტერესოა: საქმე, აზროვნება, ქცევა, სიყვარული...

 

თავისუფლება მოგვცა ღმერთმა როგორც არჩევანი. უბრალოდ, ადამიანებმა მას სახელი შეუცვალეს. ასე იქცა თავისუფლება დემოკრატიად. უფრო ჭკვიანებმა კი, უზენაეს ადამიანურ კანონში- კონსტიტუციაში შეიტანეს გამოხატვის თავისუფლება, როგორც ძირითადი უფლება...

 

სადღაც წავიკითხე უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული ქართველის რეპლიკა: „ეს სად მოვხვდიი!:)“

 

მან წლები გაატარა ევროპაში, ეზიარა დასავლურ განათლებას და ღირებულებებს. მისი უცხოური დიპლომი მარკეტინგსა და კომუნიკაციაში, ქვას გახეთქვს. მას შეუძლია წიხლით შევიდეს ყველა ქართულ კომპანიაში, რადგან ინგლისურ ენოვანი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებულია. მე მინდა ვუთხრა, მას, აქ მოხვდით, გენაცვალე, საქართველოში... ბაზარიც იქ უნდა შეისწავლოთ, სადაც „მოხვდით“...ინფორმაციაც იქ უნდა მოაგროვოთ, სადაც „მოხვდით“, მომხმარებელიც იქიდან გეყოლებათ, სადაც „მოხვდით“ და გაყიდვებიც იქ უნდა განახორციელოთ, სადაც „მოხვდით“. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოტივაციით და გამოცდილებით ამას მოახერხებთ, რადგან სადაც „მოხვდით“ თქვენთვის ბიზნესია და არა სამშობლო.

 

მოკლე ჩანართი: როცა „თერგდალეულები“ საქართველოში დაბრუნდნენ,„ივერიაში“(მაშინ ის იყო სოც-ქსელი) არ დაუწერიათ- „ეს სად მოვხვდი“.უბრალოდ, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოაყალიბეს...

 

არ მოგწონს? ნუ დაიშოკები,- შეცვალე! 

 

კიდევ წავიკითხე სადღაც რაღაცეები.რომ გამახსენდება, დავამატებ...

 

მაგდა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია