დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალენ დელონი - პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ამის გამო მე არ უნდა მისაყვედუროთ
2015/02/11 19:23:56

საქართველოში მყოფმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა ქართველი ჟურნალისტებისთვის დღეს პრესკონფერენცია გამართა. სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ოფისში მისულმა ალენ დელონმა წითელ ხალიჩაზე გაიარა. მას გულშემატკივრები ოვაციებით შეხდნენ. 


პრესკლუბში შესვლისას ფრანგმა მსახიობმა ქართველი ჟურნალისტი გოგონა გადაკოცნა და პირველ რიგში მყოფ მამაკაცს ურჩია, ქალბატონებისთვის ადგილი დაეთმო. 


ალენ დელონმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო მოხარულია. 
"პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ", - აღნიშნა ალენ დელონმა. 


მისივე თქმით, საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვიდა და აქამდე არავის და არაფერს იცნობდა. 
მსახიობმა გაიხსენა, რომ წლების წინ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს,  მიხეილ გორბაჩოვთან ერთად და სულ ეს იყო, რაც კი აქამდე საქართველოსა და ქართველებთან შეხება ჰქონია. 
ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცუდ განწყობაზე ყოფნისას ალენ დელონი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნო. ალენ დელონმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა. 


"ეს არ არის ნამდვილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა. ეს ასე არ ყოფილა. ასევე თქვეს, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას წყალობით ქართულად უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ქართულად არ ვლაპარაკობ", - აღნიშნა ალენ დელონმა. 


ფრანგი მსახიობი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ალენ დელონი ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია