დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შშმ პირთათვის ლიფტი დამონტაჟდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/11 15:48:23

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ერთ კვირაში მერიის მინებიანი შესასვლელი გადაიკეტება და შენობაში შესვლა ცენტრალური შესასვლელით იქნება შესაძლებელი. რისი მიზეზიც ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთა შესასვლელად პანდუსის მოწყობის სამუშაოებია. როგორც მერი აღნიშნავს, ადმინისტრაციული შენობა, ასევე მთელი ქალაქი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული უნდა გახდეს. ამავდროულად მერიის შენობაში გადასაადგილებლად სპეციალურად შშმ პირთათვის მინის ლიფტი მოეწყობა.

„ქუთაისი ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ამიტომ ერთ კვირაში დაიწყება პანდუსის მოწყობა, ამავდროულად მოხდება ლიფტის დამონტაჟება, რომელზეც მითითებული იქნება, რომ მხოლოდ შშმ პირთავის არის და სხვა ვერ ისარგებლებს, რადგან არ დაგვაბრალონ, რომ პირადი ლიფტი პირადი კომფორტისთვის გავაკეთეთ“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია