საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"თქვენ უკვე დაგვღალეთ, ქალბატონო ნატო" - ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა ერთმანეთს უპირისპირდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/11 15:28:30

ქუთაისის საკრებულოს რესპუბლიკელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რეპლიკის გამო, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად  დატოვა. პროტესტს წინ ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, მოხსენებაზე  გამოთქმული შენიშვნები უძღოდა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კარგია, რომ მერია ეკონომიას აკეთებს მოსამსახურე მანქანებზე, მაგრამ გართობისა და ბუნების წიაღში დასვენების ხარჯები არ მცირდება.


ნატო ქათამაძის შენიშვნებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარიასა და დეპუტატს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


„თქვენ უკვე დაგვღალეთ, ქალბატონო ნატო!“-აღნიშნა ლატარიამ.

 

„სად იყავით თქვენ, მე რომ ოპოზიციაში ვიყავი?“-ქათამაძემ თავმჯდომარის მოადგილეს კითხვით მიმართა.


„სად ვიყავი და ჩემი ქვეყნის სამსახურში, ვმუშაობდი და ხალხის დასაქმებით ვიყავი დაკავებული და არა მხოლოდ ენის ტრიალით. საკრებულოს სხდომა არაა პოლიტიკური ქულების ჩაწერის და კამერებთან პოზირების ადგილი,“ - უპასუხა ლატარიამ ქათამაძეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია