დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრომეთეს მღვიმეში ახალი სანაოსნო მარშრუტი შეიქმნება
2015/02/11 14:52:47

პრომეთეს მღვიმეში ახალი, სანაოსნო ტურისტული მარშრუტი შეიქმნება. მღვიმის სანაოსნო მონაკვეთის ახალი სიფონების კვლევა უკვე ჩატარებულია და აღმოჩენილია ახალი განშტოება, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იფნორმაციით, ძირითადად წარმოადგენს სიფონებს, წყლიან დერეფნებს და მშრალ მონაკვეთებს.

პირველი სიფონი 40 მეტრი სიგრძისაა, მაქსიმალური სიღრმე კი 5 მეტრი აქვს. შემდეგი წყლიანი დარბაზის ფსკერი 4 მეტრის ტბაა, დარბაზის ჭერი და კედლები მდიდარია მღვიმური ფორმებით. ის გრძელდება 8 მეტრის სიფონით, რომელიც 130 მეტრის სიგრძის დარბაზში გადის, ბოლოს კი ორი განშტოება მოდის – მარცხენა მხარეს სიფონური, მარჯვენა მხარეს მშრალი. ორ პატარა სიფონი, 8 და 7 მეტრიანები, რომელთა შორის 18 მეტრიანი დარბაზია.

სულ გამოკვლეულია 450 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, ეს არის წყალტუბოსმღვიმური ჰიდროსისტემის ნაწილი და მისი შემდგომი კვლევის შედეგად შეიქმნება სანაოსნო ტურისტული მარშრუტი, რომელიც ცალკეულ მღვიმეებს "პრომეთეს", "ოფიჭოს" და "ღლიანას" გააერთიანებს.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა, მარშრუტი იქნება უნიკალური თავისი სიგრძითა და სანახაობრივი კუთხით, რაც იმერეთის მღვიმეების ვიზიტორთა სტატისტიკაზე პოზიტიურად აისახება. 

„პრომეთეს" მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს, ტურისტული ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა.მისი სახმელეთო-საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე 1420 მეტრია, სანაოსნო მონაკვეთის კი 350 მეტრი. გასულ წელს მას 91 672 ვიზიტორი სტუმრობდა.

 

წყარო: BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია