საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აღზრდის პრინციპები მილიონერი დედისგან – ეს რჩევები ყველა თანამედროვე მშობლისთვისაა
2015/02/11 10:05:27

დენი ჯონსონი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, 17 წლისამ გააჩინა შვილი, 21 წლისა უსახლკაროდ დარჩა, 23 წლისამ კი თავისი პირველი მილიონი იშოვა. წარმატებული ბიზნესვუმენი, ხუთი შვილის დედა და რამდენიმე შვილიშვილის ბებია თავის აღზრდის პრინციპებზე საუბრობს.


ამ ქალის ცხოვრებას არაერთი გადაცემა მიუძღვნეს, წერდნენ სხვადასხვა გამოცემაში. დენი ჯონსონი იმის ნათელი მაგალითია, რომ ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი შეიძლება გამოსავლის პოვნა. მთავარია, არ დანებდე. 
დენი ჯონსონის საოცარი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ის 21 წლის გახლდათ. მანამდე მის ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა – ძალადობა ბავშვობაში, სუიციდის მცდელობა, ალკოჰოლი, ოფიციანტად მუშაობა კაპიკებზე... ბოლოს, ერთი შვილით ხელში მარტო აღმოჩნდა, 2 დოლარით და 3 ცენტით, უსახლკაროდ. მისი ვალები 37 ათას დოლარს შეადგენდა, მანქანაში ცხოვრობდა, ქალიშვილი კი სხვასთან ჰყავდა მიბარებული. ცხოვრება ჩიხში შევიდა. 
1990 წლის შობის წინა ღამე იყო... ამბობენ, როცა მთლად ფსკერზე აღმოჩნდები, შეიძლება, სწორედ მაშინ გამოჩნდეს ნათელი სხივიო. დენიმ შემთხვევით მოჰკრა თვალი გასახდომი პრეპარატის რეკლამას. ერთ დროს, "სხვა" ცხოვრებაში თურმე გამოუყენებია კიდეც და რამდენიმე კილოგრამიც დაუკლია. თავში აზრი მოუვიდა: რა იქნება, რომ სცადოს და ეს პრეპარატი ფოსტით გაყიდოს, წინასწარი გადახდით? მაშინ არ მოუწევს ფულის ძიება საკუთარი საქმის გასახსნელად და შეიძლება, მყიდველებიც გამოუჩნდნენ. 


რეკლამა გაამრავლა, თუმცა პრობლემას შეეჩეხა: ტელეფონის ნომერი, ისევე როგორც საკუთარი ტელეფონი, არ ჰქონდა. სატელეფონო კომპანიაში მომუშავე ბიჭს სთხოვა დახმარება და წილიც მიღებული ფულიდან. დენი პირველ შესაძლო კლიენტებს რეკლამას აწვდიდა და სთავაზობდა პროდუქტის შეძენას. კლიენტები მალე გამოუჩნდა და კომპანიაშიც სწრაფად დაუკვეთა პროდუქტი – რასაკვირველია, ადგილზე მიტანაში პროცენტი რჩებოდა. 
დენის საოცარი მარიფათი აღმოაჩნდა და სულ მალე ამოვიდა ჭაობიდან. უკვე მეორე წელს მილიონერი გახდა და გახდომის საკუთარი ცენტრები გახსნა. 1996 წელს თავისი ბიზნესი გაყიდა და მულტიმილიონერადაც იქცა. დღეს მსოფლიოში მოგზაურობს, ლექციებსა და სემინარებს ატარებს და ცდილობს ხალხს ბევრი რამ ასწავლოს, მათ შორის, არა მხოლოდ ფულის შოვნის წესები, არამედ ისიც, როგორ უნდა ისწავლო თვითდისციპლინა, როგორ განაწყო შენდამი ადამიანები, მშობლებს კი აღზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს, რადგან მას მერე, რაც წარმატება მოიპოვა, მრავალშვილიანი დედაც გახდა და ძალიან კარგი დედა და ბებიაა. დენის მთავარი რჩევაა, მეტისმეტად ნუ გავანებივრებთ ბავშვებს და ნუ ავუსრულებთ ყველა სურვილს.

"ჩვენი ბავშვების თაობა თითქმის უკვე დაკარგული თაობაა. ამერიკელმა მშობლებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბავშვები მიეჩვივნენ ყველაფრის მიღებას, რაც სურთ, და როცა უფროსები ხდებიან, არ აქვთ მიზნები, ცხოვრების ჟინი, მარიფათი. ხშირად რჩებიან სახელმწიფოს ან მშობლების კომპენსაციის მოლოდინში" - ამბობს ჯენი.

 


mshoblebi

 

მიზანი ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეთ


მდიდარ ადამიანებს კარგად ესმით, რა მიზნები უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს. დიახ, ისინი ზრდიან ჰარვარდის კურსდამთავრებულებს, მომავალ ტოპ-მენეჯერებს, მომავალ ექიმებს თუ პრეზიდენტებს. საშუალო სტატისტიკური ადამინი კი აჩენს და ზრდის ბავშვებს ასეთი აზრით: იქნებ, გაუმართლოს?
ჩემი მეგობრების ოჯახში, რომელთაც საკუთარი გამომცემლობა აქვთ, ვაჟს არ უნდოდა სწავლა და საერთოდაც არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა ცხოვრებაში. მამამ კარდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ერთი კვირით გაგზავნა უსახლკაროთა თავშესაფარში, ყოველგვარი სახსრის გარეშე. ერთ კვირაში ბავშვი დაბრუნდა ძალიან დიდი სურვილით, ესწავლა და ოჯახურ ბიზნესში მიეღო მონაწილეობა.


ტელევიზორისა და მობილური ტელეფონის გარეშე


ვინ არის "ნორმალური" ბავშვის საუკეთესო მეგობარი? ალბათ, ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. დენი ჯონსონის ბავშვებმა თავიანთი პირველი ტელეფონი 16 წლის ასაკში მიიღეს, მათი პირველი კომპიუტერი მამის ძველი ნოუთბუქი იყო, ტელევიზორი კი სახლში საერთოდ არ არის.
"ჩემს შვილებს არ აქვთ მობილური ტელეფონი, რადგან ისინი არ გამოიმუშავებენ ფულს. მობილური ტელეფონი ადამიანს აჩვევს არ მოახდინოს თავისი დროის ორგანიზება და დაგეგმვა, ტელევიზორი კი ცხოვრების არასწორ მოდელებს წარმოაჩენს. რას გასწავლით სპანჯ ბობის მულტფილმი? ზარმაცი, ნიჰილისტი, მოშვებული კაცუნა ხარობს იმით, თუ როგორ გააცურა სხვები. თქვენ გინდათ, რომ თქვენი ვაჟები ასეთი მამაკაცები გახდნენ? გინდათ, რომ თქვენს ქალიშვილებს ასეთი ქმრები ჰყავდეთ? თუ 30 დღე არ უყურებთ ტელევიზორს, ამ დამოკიდებულებას მოიცილებთ თავიდან", - ამბობს ჯონსონი.

ასწავლეთ ბავშვს შრომის სიყვარული


უქმეები ახლოვდება და რა ესმით ბავშვებს? - კიდევ კარგი, პარასკევია, შეიძლება, დავისვენო ამ სამსახურისგან. უფროსი ღორი მყავს, ქვეშევრდომები არ მიჯერებენ, სამსახური მაცოფებს. მშობლების ასეთი პოზიცია ბავშვობიდან ასწავლის ადამიანს, რომ სამსახური ცუდია, მძიმეა და უსიამოვნო. ბავშვები, რომლებსაც ამგვარ აზრებს აჩვევენ, არ მოისურვებენ მუშაობას თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. 
ჩემს ოჯახში ბავშვები ორი წლიდან ასრულებენ მარტივ სამუშაოს სახლში, 11 წლისებს კი უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამაში. ასე იხდიან ისინი ჩვენს სახლში ცხოვრებისა და კვების საფასურს. ცხოვრებაში არაფერია უფასო. 


დენი ჯონსონს არ ჰყავს მზარეული, მოახლე და ძიძები – სახლის ყველა საქმეს ოჯახის წევრები უმკლავდებიან. "აუცილებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს უნარი, გააკეთოს საქმე, რომელიც არ მოსწონს ან იძულებულია, დაიძაბოს – იმიტომ, რომ ეს მის ხასიათს, ნებისყოფას აწრთობს. თუ მხოლოდ ის აკეთა, რაც მას მოსწონს, არავითარ დამატებით სარგებელს ადამიანისთვის ეს არ მოიტანს. 

თქვენ ან ხართ თქვენი შვილის ბანკომატი


ჩემს შვილს წელიწადში 50 დოლარს ვაძლევ ფეხსაცმლისთვის და ვყიდულობ ოთხ ჯინსს. ამ ფულით ძალიან მაგარ ფეხსაცმელს ვერ იყიდის. მაგრამ თუ უნდა, წავიდეს და გამოიმუშაოს, ან ფასდაკლებას დაელოდოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არა ფუფუნება. განსაკუთრებული ფანტაზიები და სურვილები თავად უნდა განახორციელოს.


ყველაზე ცუდი, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ – იშოვონ ფული და მისცენ ბავშვებს ის, რაც თავად არ ჰქონდათ ბავშვობაში. როცა ბავშვები იზრდებიან, ხვდებიან სამყაროში, სადაც სულაც არ შეუძლიათ თავს მისცენ უფლება და ისე იცხოვრონ, როგორც მიეჩვივნენ და სადაც ყოველთვის ვერ იქნება გვერდზე მშობელი, რომელიც ნებისმიერ სურვილს აასრულებს. 


დავხარჯოთ თუ დავაგროვოთ?


ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ვარიანტია: იყიდოთ უსარგებლო ნივთები (და ამით უზრუნველყოთ ამ ნივთებით მოვაჭრე ბიზნესმენების შვილების კარგი განათლება და მოგზაურობა), ან ასწავლოთ შვილებს, რომ ფული შეიძლება დააგროვო, გამოიმუშავო და მისი ინვესტირება მოახდინო. როგორ გავუჩინოთ ბავშვს მოტივაცია, ფული არ დახარჯოს იქ, სადაც არ არის საჭირო? ჩვენ სახლში ასეთი წესი გვაქვს: დააგროვე 10 დოლარი და კიდევ 10-ს მოგცემ. როცა თანხა შეგროვებულია, შეიძლება მხოლოდ ისეთი რამის ყიდვა, რაც ეხმარება გაზრდასა და განვითარებაში: ველოსიპედი, მუსიკალური ინსტრუმენტი, მოგზაურობა. და არ იყიდოთ ის, რასაც სხვები ყიდულობენ! როგორც წესი, ეს ზედმეტი ნივთებია, რომლებიც უბრალოდ ადგილს იკავებენ.


ასწავლეთ ბავშვს გულუხვობა


წარმატებული ადამიანების უმეტესი ნაწილი ემოციური და მატერიალური გულუხვობით გამოირჩევა. ისინი არ არიან შურიანები და ძალიან ხელგაშლილები გახლავან. ასწავლეთ ბავშვს სხვისი პატივისცემა. ბიბლიაში ტყუილად არ წერია, რომ ადამიანმა ბევრი უნდა გასცეს. ჩემს ოჯახში ბავშვები ყველა გამომუშავებული დოლარიდან 10%-ს ობლებს უნაწილებენ. 20% დასვენებისა და გართობისთვის რჩება, დანარჩენი კი ყულაბაში მიდის - იდეების რეალიზაციისა და მომავლისთვის.

 

წყარო:mshoblebi.g

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია