დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობაში ბრალდებული მანჩესტერიდან ინტერპოლის მეშვეობით დააბრუნეს
2015/02/10 10:53:20

საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ზომების შედეგად, მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 1960 წელს დაბადებული ვაქილ ბადოევის ექსტრადიცია განხორციელდა.

 

აღნიშნული პიროვნება, დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2007 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა. ვაქილ ბადოევი დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მკვლელობა).

 

ვაქილ ბადოევმა 2005 წლის 15 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, შურისძიების მიზნით, დანის დარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თამაზ აბრამიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ვაქილ ბადოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ვაქილ ბადოევის საქართველოში ექსტრადიცია 10 თებერვალს განხორციელდა.

 

წყაროႬ http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია