დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურს ახალი ხელმძღავანელი ჰყავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/02/10 12:10:09

რადიო "ძველი ქალაქმა“ ახალი წელი განახლებული პროგრამებით დაიწყო და საინფორმაცის სამსახური მაუწყებლობის ახალ პლათფორმაზე გადავიდა, რაც გულისხმობს საზოგადოების, რიგითი მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორის მეტ ჩართულობას. მეტი აქცენტები გაკეთდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების პრობლემების ასახვაზე. როგორც რადიოს ხელმძღვანელი აღნიშნავს "ძველი ქალაქის" საინფორმაციო სამსახური მზადაა გააშუქოს ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებაში აქტუალური და პრობლემურია.

 

ამავდროულად საინფორმაციო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ლევან ფანცხავამ დაიკავა, რომელიც წლების განამლობაში გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ და სააგენტო  PSNEWS.GE–ის ჟურნალისტი იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია