დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გარადცვლილი გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს(VIDEO)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/09 11:34:02

ქუთაისში ორი დღის წინ გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დამნაშავის დაკავების მოთხოვნით გზა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, პოლიცია ნამდვილი დამნაშავის შესახებ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ მათივე თქმით,  დამნაშავე პოლიციელის ახლობელია, რის გამოც პასუხისმგებლობა სხვას დააკისრეს.


"დამნაშავე დააკავეს, მაგარამ ჩვენ ვიცით, რომ ის არაა ნამდვილი მკვლელი და ცდილობენ, პასუხისმგებლობა სხვა დააკისრონ. ნამდვილი მკვლელი ქალია, რომელსაც პოლიციელი ახლობელი ჰყავს და ამის გამო არ აკავებენ. ჩვენ არ გავჩერდებით და მიცვალებულს არ დავასაფლავებთ, ვიდერ მკვლელს არ დაიჭერენ. პოლიციამ კვალი წაშალა და სახანძროს დახმარებით იმ წუთასვე გადარეცხეს სისხლი," - აღნიშნავს გარდაცვლილის ბებია ნაირა ნანავა.


 

 

ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები აღმაშენებლის გამზირზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის გახსნას მოითხოვენ, თუმცა, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, დღის პირველ საათზე, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, ვიდეოთვალი უშუქობის გამო გამორთული იყო.


აქციაზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება და დაპირისპირება მოჰყვა.

 

გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევლი ოჯახის შვილია, რომელიც წლების განმავლობაში სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდა. ნანა გიგლემიანის დედა 7 წლის განმავლობაში საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და ის მომხრი უბედური შემთხვევის გამო დაბრუნდა ქვეყანაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია