დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8 თებერვალს საქართველო დავითობას აღნიშნავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/08 13:01:39

კომპლექში საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა , მეუფე კალისტრატემ აღავლინა. წირვას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ჩოხოსნებთან ერთად დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.

 


იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა გელათში დავითის საფლავი გვირვინით შეამკეს და ახალბედა ჩოხოსნების კურთხევას დაესწრნენ. მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა გელათის აკადემიაში გამოფენილი ქუთაისელი კალიგრაფებისა და მხატვრების მიერ გადაწერილი გალობანი სინანულისანი დაათვალიერეს და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის, სულხან კუპრაშვილის მიერ წაკითხულ ლექციას მოუსმინეს, რომელიც დავითის ეპოქაში ქართულ ევროპულ ურთიერთობებს ასახავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია