საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოკლული ტოტია მესხიას ოჯახის წევრების თქმით, ბესელია მკვლელს მფარველობს
2015/02/08 01:32:38

ბაშის რაიონის სოფელ კეთილარში მოკლული ტოტია მესხიას ოჯახის წევრები და თანასოფლელები დამნაშავეების დაკავების მოთხოვნით პოლიციასთან აქციას მართავენ.

პოლიციასთან შეკრებილი ხალხი ორი პიროვნების დაკავებას ითხოვს, რომლებიც მათი თქმით მესხიას მკვლელობაში მონაწილეობდნენ.


შეგახსენებთ, რომ პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა, საიდანაც ორი გაათავისუფლა. მესხიას ოჯახის წევრების თქმით დანარჩენი ორი იმიტომ გათავისუფლეს, რათა ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას მათი საქმე უფრო მეტად არ დემძიმებინა. ისინი კონკრეტულად ერთ პირზე - გაბელიაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, ნასამრთლევია და მას პარლამენტარი ეკა ბესელია მფარველობს.

 

მოკლულის თანასოფლელები ამბობენ, რომ პოლიციამ ის სწორედ ბესელიას მფარველობის გამო გაათავისუფლა. მათ მოთხოვნას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე იმ ორ პირსაც არ დააკავებენ.

 

მესხიას ოჯახის წევრები დამნაშავეების დაკავებამდე ცხედრის დაკრძალვაზე უარს აცხადებენ.

 

აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში 52 წლის ტოტია მესხია მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი და ფერმა დაწვეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობის, ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების შესაბამისი მუხლებით წარედგინა. დაკავებული ტოტია მესხიას 22 წლის თანაშემწეა.

 

წყარო "ტაბულა'

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია