საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/07 11:35:26

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი პლიუსიახორციელებს. თამარ მეფის ქუჩაზე კილომეტრი და 200 მეტრი ასფალტის საფარი იცვლება.კეთილმოეწყო ბორდიულები,ტროტუარები, მოაჯირები, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა.


პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება .


,,ეს პროექტი ერთ-ერთი მაშტაბურია ქუთაისში.ამინდებიც გვაძლევს საშუალებას სამუშაოები შეფერხების გარეშე განვახორციელოთ.ორ დღეში ასფალტის შემასწორებელი ფენა დაიგება და ავტომანქანებზე ძირითადი შეზღუდვები მოიხსნება“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია