დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელ რუს ჯარისკაცს ოლიგოფრენია სჭირს
2015/02/06 15:43:57

რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურატურა ითხოვს პასუხისგებაში მიეცენ სამხედრო კომისარიატის ის თანამშრომლები, რომლებმაც ის ჯარში გაიწვიეს, ასევე 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, ვინც პრემიაკოვს იარაღი ანდო.



რუსული ინტერნეტგამოცემა "გაზეთა.რუ" წერს, რომ რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც სომხეთის ქალაქ გიუმრში ერთი ოჯახის 6 წევრი მოკლა, სამხედრო სამსახურში არ უნდა გაეწვიათ. გამოცემა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელი ოლიგოფრენიით არის დაავადებული. რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურატურა ითხოვს პასუხისგებაში მიეცენ სამხედრო კომისარიატის ის თანამშრომლები, რომლებმაც ის ჯარში გაიწვიეს, ასევე 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, ვინც პრემიაკოვს იარაღი ანდო. შეგახსენებთ, იანვრის შუა რიცხვებში გიუმრში მოხდა უსასტიკესი დანაშაული. 


რუსული არმიის უმცროსმა სერჟანტმა, რომელიც თავისი ნაწილიდან გაიქცა, ავეტისიანების ოჯახი ამოწყვიტა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მომხდარს სომხეთში დიდი მღელვარება მოჰყვა, გიუმრსა და ერევანში ხალხი ქუჩაში გავიდა.
 პრემიაკოვის ჩადენილ დანაშაულს დღემდე ახსნას ვერ უძებნიდნენ, მით უფრო, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თავისი სამხედრო ფორმა და ავტომატი დანაშაულის ადგილზე დატოვა. ექსპერტები წერდნენ, რომ ერთმა ჯარისკაცმა რუსულ-სომხურ ურთიერთობებს იმაზე დიდი დარტყმა მიაყენა, ვიდრე ამას ერთად აღებული რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები შეძლებდნენო.



ოლიგოფრენია
 - თანდაყოლილი ან შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც ვლინდება ინტელექტისა და ფსიქიკის განუვითარებლობით. ოლიგოფრენია არა პროგრედიენტული პროცესი, არამედ გადატანილი დაავადების შედეგია. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი ფასდება რაოდენობრივად ინტელექტუალური კოეფიციენტის დახმარებით, სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით. ოლიგოფრენიას ხშირად თან ახლავს ფიზიკური განვითარების მანკები.

 

წყარო; http://www.kvirispalitra.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია